რეგისტრირებული ფაქტები47856
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მღვდელ ნესტორ ყუბანეიშვილისთვის 4 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე ხახანაშვილისთვის წიგნების თანხის – 82. 60 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ანგარიში. 1-ელი ივლისისთვის საზოგადოებას ჰქონდა ნაღდი ფული 5 696. 37 მანეთი, ქაღალდებით – 1 1816. 11, სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები – 18 628. 2, ვალი – 115. 54. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების მაისის ხარჯთაღრიცხვა. I ბიბლიოთეკას დარჩენილი ჰქონდა 26. 70 მანეთი, II ბიბლიოთეკას – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ზაქარია გრიქუროვისთვის უნდა გადაეცათ წიგნების თანხა – 40 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე პოლტორაცკისთვის წიგნსაცავისათვის ნაყიდი ძველი სიგელების თანხის – 3. 50 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ნიკოლოზ ცხვედაძისთვის წინარეხის სკოლის შენობის თანხის – 120 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 21 ივნისამდე შემოსავალი იყო 1351. 57 მანეთი, დაიხარჯა – 1608. 2. 22-ისთვის საზოგადოებას ვალად ჰქონდა 460. 2 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია მუშაობდა გალობის მასწავლებლად ძველი სენაკის სკოლაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი არ დაეთანხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებას სენაკის სკოლის მასწავლებლების – პლატონ და გრიგოლ წულუკიძეების, მიხეილ შარაშიძის, ივანე გომელაურისა და გიორგი ბოკერიას – სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მისი აზრით, მასწავლებლები სხვაგან უნდა გადაეყვანათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილზე, მთავრიშვილი სენაკში – ყიფიანის ადგილზე. ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე ზურაბიშვილმა, ივანე რატიშვილმა, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ, გიორგი იოსელიანმა და იაკობ გოგებაშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ანასტასია წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლას 100 მანეთის საზოგადოების წიგნები გადასცა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ – ტიტე კახიძე, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი. კომიტეტი გამგეობას სთხოვდა კანდიდატურების დამტკიცებას.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ნინა ივანეს ასული ჯალაღანია, სილოვან ხუჭუა, პეტრე ჭუბაბრია, არტემ კოდუა, ივანე უგრეხელიძე, ელეფთერ ხუნდაძე და ვლადიმერ ყანჩაველი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: პელაგია ონისიმეს ასული ცხომელიძე, ვლადიმერ დიმიტრის ძე ცქიტიშვილი, ივანე მიხეილის ძე ხომასურიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ხატიაშვილი, ალექსი ხომასურიძე, ვერა ხომასურიძე და სამსონ ხარებაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 26 ოქტომბრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: გერონტი შიოს ძე მეტონიძე, ლადო მერკულოვ-ვარდანაშვილი, სამსონ მეთოდეს ძე ნიკოლაიშვილი, ბარნაბა ლავრენტის ძე ნებიერიძე, ივანე გიორგის ძე ნაცვლიშვილი, ივანე ნიკოლოზის ძე სულაქველიძე, სიკო პარკაძე და ვასილ ჟორჟოლიანი.