ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47898

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს, საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძეს ქართული ნაბეჭდი წიგნის სრული კატალოგის შედგენის ხელმძღვანელობა დაევალა,

1933

ტიპი: ღონისძიება

1933 წლის 15 ოქტომბრიდან, საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებით, ქრისტინე შარაშიძეს ზედმეტ საათებში მუშაობისთვის თვეში 100 მანეთი დაენიშნა.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის 1-ელ იანვარს ვადა გაუვიდა საქართველოს მუზეუმის დირექციის ბრძანებას ქრისტინე შარაშიძისთვის ზედმეტ საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.

1934

ტიპი: ავტორობა

1933 წელს საქართველოს მუზეუმის ახალმა დირექტორმა, გიორგი მიროტაძემ გასცა განკარგულება, ძალაში დარჩენილიყო ბრძანება ქრისტინე შარაშიძისთვის ზედმეტ საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების შესახებ 1934 წლის 1-ლი იანვრიდან (ვადა არ განუსაზღვრავს).

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს ქრისტინე შარაშიძემ მოითხოვა ზედმეტ საათებში მუშაობისათვის გამოწერილი ანაზღაურება, რომელიც ამავე წლის იანვრიდან აპრილის პირველი ნახევრის ჩათვლით არ მიეღო.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს ქრისტინე შარაშიძემ S ფონდიდან საბას ლექსიკონის პირველ გვერდებზე მოთავსებული ანბანის 5 ხელნაწერის (N20, N24, N82, N1599, N2664) ადგილზე ნახვა ითხოვა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918-1920 წლებში ქრისტინე შარაშიძე ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას მიწვევით ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციაში მუშაობდა.

1934

ტიპი: თანამდებობა

1934 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმისეული ბიბლიოთეკის უნივერსიტეტში გადატანის შედეგად ქრისტინე შარაშიძე უნივერსიტეტის შტატში ჩარიცხეს.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის მარტში ქრისტინე შარაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო და საბიუჯეტო კომისიამ თხოვნით მიმართა გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს, რომ კომისიას სჭირდებოდა ცნობები კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგ დარჩენილი სახელმწიფო ქონების შესახებ. კომისიის თავმჯდომარე იყო დიომიდე თოფურიძე, მდივანი – მიხეილ ყაუხჩიშვილი, დედნის ასლთან სისწორეს ადასტურებდა ლეონიდ ჯაფარიძე.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე, როცა მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი ილია აბულაძესთან ერთად ოთხი დღით ერევანში გაემგზავრა, ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ ხელნაწერებს.

1954

ტიპი: ღონისძიება

1954 წელს ქრისტინე შარაშიძემ მატედარანში ვეღარ მიაკვლია 1948 წლის მივლინების დროს ნანახ ქართულ ხელნაწერებს.

1948

ტიპი: ღონისძიება

1948 წლის შემოდგომაზე ერევანში მივლინების დროს ქრისტინე შარაშიძე გაეცნო მატედარანში დაცულ ქართულ საბუთებს, რომელთა უმეტესობა საქართველოში მცხოვრებ სომეხთა ეკონომიკურ საქმიანობას ეხებოდა.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კონსტანტინე აფხაზი 1867 წლის 27 სექტემბერს (ოქტომბრის 10) სიღნაღის მაზრის სოფ. კარდენახში დაიბადა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა თბილისის კადეტთა კორპუსში სწავლა დაამთავრა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-1913 წლებში კონსტანტინე აფხაზი თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს კონსტანტინე აფხაზი ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, რის გამოც მან დატოვა სამხედრო სამსახური და საადგილმამულო ბანკის კომიტეტის წევრობა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის აგვისტოში კონსტანტინე აფხაზი ჩაირიცხა სამხედრო სამსახურში წინამძღოლობის თანამდებობის აღსრულებით და მიენდო ახალი არტილერიის ბრიგადის შედგენა, რომლის უფროსადაც დაინიშნა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის მარტში კონსტანტინე აფხაზი ბრიგადით გაემართა დასავლეთ ფრონტზე, სადაც დაჰყო იმავე წლის დეკემბრამდე, როცა ყოფილმა ნამესტნიკმა ნიკოლოზმა თბილისში გამოიწვია წინამძღოლის თანამდებობის ადგილობრივ აღსასრულებლად.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის განკარგულებით კონსტანტინე აფხაზი დაინიშნა სახელმწიფო თავდაცვის განსაკუთრებული კრების უფლებამოსილ თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის სათათბიროს კავკასიის რაიონის თავმჯდომარედ (уполномоченный председатель особого собрания по обороне Государства и председателем Закавказского совещания Кавказского района).

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს კონსტანტინე აფხაზი ხელმეორედ აირჩიეს ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა წინამძღოლად, იმავე წლის ოქტომბერში კი – რუსეთის თავად-აზნაურთა კრებულიდან სახელმწიფო საბჭოს წევრად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს კონსტანტინე აფხაზი თავმჯდომარეობდა იმ ინიციატორთა ჯგუფს, რომელმაც დააარსა ქართული უნივერსიტეტი და შეიმუშავა საზოგადოების წესდება.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ნოემბერში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს საეროვნო საბჭოთა წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

განმარტებით ბარათს დროებითი წესების პროექტზე (დღიური და სამგზავრო ფულის ოდენობის გაზრდის შესახებ, რომელიც გაიცემა სამოქალაქო სამსახურის სახელმწიფო მოხელეებზე მივლინებების დროს), რომელიც ამიერკავკასიის კომისარიატმა 1918 წლის 3 მარტის სხდომაზე მოიწონა, ხელს აწერენ: ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე გეგეჭკორი, კანცელარიის დირექტორი კელარევი, სწორია: საქმეთა მწარმობელი ტულაევი.