ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი გიორგის ძე მაჭუტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ხელნაწერი წიგნი „ცხოვრება და მოქალაქეობა და იგავნი გონება მახვილის ესოპისა“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 იანვარს ეგზარქოსმა პალადიმ წმ. პალადის სახელზე აღავლინა წირვა, მრევლს პატარ-პატარა საღვთო წიგნები დაურიგა და წირვის შემდეგ შინ, წვეულებაზე, ასამდე სტუმარი მიიპატიჟა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 29 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მეთერთმეტე და მეთორმეტე ნომერი სამეურნეო საზოგადოების ორგანოს „Труды Кавказскаго Обшеста сельскаго хозяйства“. წიგნის სათაურში გამოქვეყნებულია ნეკროლოგი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანისა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ქართველი სპარსეთში“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გორში უნდა წარმოედგინათ ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და აკაკის ვოდევილი „ბუტიაობა“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ქართველიშვილის განცხადებით „სურათებიანი ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა დაპირებისამებრ იანვრის პირველ რიცხვებში გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და იმედს გამოთქვამს რომ აპრილის დასაწყისში დაიბეჭდებოდა წიგნი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 31 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავად აირჩიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდა ეგზარქოსი პალადი. მან მოინახულა სასწავლებლის სასადილო ოთახი, წიგნ-საკაზმავი ოთახი და ბიბლიოთეკა. ეგზარქოსმა წიგნების შესაძენად  სასწავლებლის ბიბლიოთეკას გარკვეული თანხა შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ეგზარქოსმა პალადიმ წირვა აღავლინა, სადაც იგალობეს როგორც რუსულ ასევე ქართულ ენაზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მწყემსის“ ინფორმაციით თბილისის სასწავლებელს ღარიბი შეგირდების დასახმარებლად იმერეთის ეპისკოპოსმა შესწირა 120, ეგზარქოსმა პალადიმ კი – 500 მანეთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კახეთის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერაშვილმა და მ. ი. მრევლიშვილმა პანკისის ხეობაში ტაძრის მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“მონაწილეობას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1888

ტიპი: სტატუსი

1888 წელს ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძე თავადი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის თავად-აზნაურთა სკოლის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომლის დასრულების შემდეგ სკოლის კომიტეტმა შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ანა ალექსანდრეს ასულ ამილახვარსა და ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობა „დიაბოლინა“, მესამე ნაწილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვალს გორში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის სამმოქმედებიანი კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და აკაკის ვოდევილი „ბუტიაობა“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლეჩხუმის ერთკლასიან სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა ვლადიმერ ჩაგანავა, რომელიც დიდი გულმოდგინებით ასრულებდა თავის მოვალეობას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 9 თებერვალს დანიშნულია ნატო გაბუნია-ცაგარლის ბენეფისი. წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები „ქარაფშუტა“ და „ბაიყუში“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა ალექსანდრე ნიჯარაძემ მოიწვია თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რათა ერთად გადაეწყვიტათ თუ როგორ დახმარებოდნენ გიმნაზიას პარალელური კლასების გაუქმების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გაეგრძელებინა სწავლება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობა „დიაბოლინა“, მესამე ნაწილის გაგრძელება და მეოთხე ნაწილის დასაწყისი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ბაქრაძის მეთერთმეტე წერილი „ქართული პალეოგრაფია“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ მეოთხე ნაწილის გაგრძელება.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი ხევსურული სიმღერები.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით 1888 წლის 6 თებერვალს ქუთაისის დრამატულმა დასმა წარმოადგინა ეფემია მესხის ბენეფისში შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი“.