ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46342

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 25-დან 30 აპრილამდე საზოგადოებაში შევიდა 401. 50 მანეთი და დაიხარჯა – 930. 95.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის აპრილში შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. ეს თანხა მომდევნო თვეების სტიპენდიებიდან უნდა გამოკლდებოდა. გამგეობა დათანხმდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1907 წლის საზოგადო კრების დადგენილება საზოგადოების ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 26 აპრილს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სალხინოს სკოლის ზედამხედველის თხოვნა წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ და დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვეს, ფოტოსახელოსნოს რეტუშორის, ავალიშვილისთვის, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურებოდა საზოგადოებას, დაენიშნათ ხელფასი – თვიურად 10 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან 10 მანეთი შიო ქუჩუკაშვილისთვის მიეცათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ელენე ანტონოვსკაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერისთვის დამატებით მიეცათ 10 მანეთი, გარდა იმ 15 მანეთისა, რომელიც უკვე მიეღო საზოგადოების სალაროდან. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი თედო რაზიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწერდა, რომ აუცილებელი იყო სკოლასთან პატარა აფთიაქის დაარსება, რომლისთვისაც წამლები უნდა შეეძინათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი თედო რაზიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, სკოლას ჩვეულებისამებრ უფასოდ დათმობოდა 27 მან. 70 კაპ. ღირებულების სასწავლო ნივთები და წიგნები, რომელთა სია ერთვოდა მის წერილს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლაში სწავლა დაიწყო 6 სექტემბერს და იმ დროისათვის სწავლობდა 6 მოწაფე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელი ლავრენტი აგლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დროულად გაეგზავნათ სკოლისთვის 43 მან. 95 კაპ. ღირებულების სასწავლო წიგნები და ნივთები, რომელთა სიას ურთავდა თავის წერილს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ოქტომბერში თონეთის სკოლის მასწავლებელმა ლავრენტი აღლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლაში სწავლა დაიწყო 17 სექტემბერს და სწავლობდა 60-ზე მეტი ქალ-ვაჟი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლაში ახლად დანიშნულმა მესამე მასწავლებელმა ნიკოლოზ კურდღელაშვილმა მოითხოვა, ოჯახური მიზეზების გამო დაეთხოვათ აღნიშნული თანამდებობიდან.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ალექსანდრე დგებუაძეს, პავლე დადვაძეს, ვარლამ იმნაძეს, მიხეილ მირზაშვილს, ვასილ რცხილაძეს, გერონტი ქიქოძეს, ლაზარე შურღაიას, არჩილ ჯაჯანაშვილსა და ელ. ჯიჯავაძეს ძმებ ზუბალაშვილების თანხიდან 25-25 მანეთი გაეგზავნათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის ეთხოვათ ნ. ლაშხიას შესახებ ცნობების მიწოდება.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნ. ლაშხიას თხოვნა ხერთვისში მაჰმადიანი ქართველებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 3 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აღალო ათანასეს ძე თუთაშვილის თხოვნა, დიდუბის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ 20 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლთის მაჰმადიანებისთვის გასაგზავნი წიგნების არჩევა ლუარსაბ ბოცვაძისთვის დაევალებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აბელ აბელაშვილის თხოვნა, გაეგზავნათ წიგნები ოლთისის მაჰმადიანებისთვის გადასაცემად. გამგეობა აპირებდა აბელაშვილის თხოვნის შესრულებას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იასონ პავლეს ძე მოსაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა ოდესაში ეკატერინე ყარამანის ასულ პეტრიაშვილისათვის გადასაცემად.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 აგვისტოს ეკატერინე ყარამანის ასულმა პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გარდაცვლილი მეუღლის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ბიბლიოთეკა შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე დემუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ნიკოლოზ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 25 მანეთი გადაუხადა.