რეგისტრირებული ფაქტები47856
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თელავში გაიმართა ორი საქველმოქმედო საღამო თელავის საქალებო სასწავლებლისა და ღარიბი ოჯახის დასახმარებლად. საღამოზე წარმოადგინეს სპექტაკლი „ადვოკატი მელაძე“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსახიობმა დავით აწყურელმა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელმა დიმიტრი ჯანაშვილმა, რომელიც ქალაქ ნუხაში (შაქი) მოღვაწეობდა შეადგინა ვრცელი წერილი ქრისტიანობის მდგომარეობის შესახებ საინგილოში და დაბეჭდვის ნებართვის ასაღებად წარუდგინა ეგზარქოსს, რომელმაც ნება დართო მას ზოგიერთი ადგილების გამოკლებით დაებეჭდა ეს წერილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 19 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის მგალობელთა ხორო ქართულ თეატრში გამართავდა კონცეტრს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ დიმიტრი ჯანაშვილი მღვდლად სოფელ ნუხაში გაამწესა. სოფელ თასმალოში მცხოვრევბი ინგილოები, რომლებიც დ. უტიაშვლმა გააქრისტიანა და ისევ აპირებდნენ სარწმუნოების შეეცვლას ჯანაშვილმა გადაარწმუნა, ასევე მან მიმართა „კავკასიაში მართმლმადიდებელ ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას“, რომ გაქრისტიანებული ინგილოებისთვის თასმალოში აეგოთ ტაძარი, რადგან ყორღანში მდებარე ეკლესია მათგან შორს იყო და ვერ ახერხებდნენ წირვაზე ხშირად წასვლას.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი, რომელიც ქალაქ ნუხაში მოღვაწეობდა და უცხო პირთა მეშვეობით შეაწყვეტინეს მისიონერობა, ელოდებოდა გამოძიების პასუხს, რა მიზეზით გადააყენეს თანამდებობიდან.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ არსენ კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი წიგნები: 1) „რიტორიკა“, ანტონ კათალიკოზისა, 2) „სიბრძნე-სიცრუისა“, ხელნაწერი, 3) „ყვავილის აცრა“, გოდერძი ფირალოვისა, 4) „დარიგება მზის დაბნელების დროს 1851 წელსა“, 5) „საქრისტიანო ცხოვრება“, დაბეჭდილი რომში 1741 წელს, 6) „ცხოვრება წმ. გიორგისა“, გალექსილი მღ. იორდანე ელიოზისძის მიერ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დიმიტრი ბაქრაძე იმყოფებოდა სტამბოლში, სადაც უნდა შეემოწმებინა საბუთები ბათუმის მაზრის მიწის მფლობელობის შესახებ. სტამბოლის გაზეთების ცნობით, სომეხთა ეროვნული სამეცნიერო კრების კომიტეტის დადგენილებით უნდა შეედგინათ დეპუტაცია, რომელიც წარდგებოდა ბაქრაძის წინაშე და გამოუცხადებდნენ მადლობას სამეცნიერო და სამრეწველო მოღვაწეობისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზში წერილი მიიღო თბილისიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით. გამგეობას ასევე აინტერესებდა, რამდენად სანდო კაცი იყო ვაჭარი ბაღდან სომხიევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქალაქის საბჭოს კრებაზე მათე ნიკოლაძემ განაცხადა, რომ 10 წლის განმავლობაში მთავრობისა და ექიმებისგან ვერ მიიღეს თანხმობა საყასბოს ქალაქში გამართვის თაობაზე. მისი აზრით, არც მირზოევის მამული არ იყო შესაფერისი, რადგან საქონლის სადგომის გასაკეთებლად საკმარისი ადგილი არ მოიძებნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ვლადიმერ აღნიაშვილის ხორო 26 მარტს კონცერტს გამართავდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 10 წელი გავიდა, რაც თბილისში გაიხსნა პირველი ქართული წიგნების მაღაზია, რომლის მფლობელი გრიგოლ ჩარკვიანი იყო.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს პროგიმნაზიის ინსპექტორ მარტინოვსკის ჩანაწერი, რომელშიც აღწერილი იყო მთელი 1887 წლის მოქმედება და მოღვაწეობა თბილისის პროგიმნაზიულ საბჭოსი. ივერიაში დაიბეჭდა ის მონაკვეთი, რომელიც ეხებოდა მოსწავლის „დაქანცვას“ სწავლების მეთოდებითა და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემული წიგნი „საუკეთესო ცოდნა“, რომელიც გიორგი წერეთელმა შეასწორა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ფოთში, ბესარიონ კალანდაძის მაღაზიაში იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ბათუმში „ვოგზალის ბუფეტში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა ოზურგეთში, კონსტანტინე თავართქილაძის მაღაზიაში.