რეგისტრირებული ფაქტები50556
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილისა და ლოტბარ იოსებ რატილის აზრით, ხოროში ერთ მომღერალს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რის გამოც აღნიაშვილმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაში დახმარებოდა მას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფრენკელის სტამბაში დაიბეჭდებოდა სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ბუნების მოვლენანი“, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა წერილები ბუნებისმეტყველების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გენერალ-ლეიტენანტის ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის განცხადებით თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრება გაიმართებოდა 20 მაისს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „Новое Время”-ს ცნობით ალექსანდრე როინაშვილი პეტერბურგში გაემგზავრა თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მშაკის“ ცნობით სტამბოლში დიმიტრი ბაქრაძეს დიდი პატივისცემით შეხვდნენ იქ მოღვაწე ისტორიკოსები და მეცნიერები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ლ. ხიდდეკელისა და გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა გრიგოლ ტატიშვილის მიერ შედგენილი წიგნი „კანვაზედ საკერი ქართული ანბანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 თებერვალს კავკავში ჩავიდა ალექსანდრე როინაშვილი თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გაზეთ „თეატრის“ რედაქტორ ალექსანდრე ნებიერიძის განცხადება, რომ გაზეთი განაახლებდა გამოცემას და გამომწერებს, რომლებმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს, სთხოვდა შეეტყობინებინათ რედაქციისთვის მათი ახალი მისამართები. გაზეთის ღირებულება ახალი გამომწერებისთვის წლის დასრულებამდე 4 მანეთი, 1-ელ ივლისამდე 2 მანეთი, ხოლო ცალკე ნომრის ღირებულება 15 კაპიკი იქნებოდა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიგოეთის სკოლის პედაგოგ სამსონ ჯორბენაძის წერილი, რომლითაც ის გაზეთის რედაქტორს მიმართავდა და სთხოვდა მის მიერ გამოწერილი გაზეთის ნომრები კუთვნილებისამებრ გაეგზავნათ და არა სხვა პირის ხელით, რადგან უგვიანებდნენ გაზეთების ჩაბარებას გამომწერებს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინდა რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ოპერეტა „ბიძიასთან გამოხუმრება“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ბარბარე ავალოვი, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ცაგარელი და სხვანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 14 თებერვალს „ქართული დრამატული საზოგადოების“ დასი წარმოადგენდა დრამას „თამარ ბატონიშვილი“ ხუთ მოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ კონსტანტინე ყიფიანი და ბარბარე ავალოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ განიხილეს თუ როგორ ითამაშეს 1888 წლის 14 თებერვალს წარმოდგენილი სპექტაკლები „გემრიელი ლუკმა“ დავით ერისთავის მიერ თარგმნილი რუსულიდან და რაფიელ ერისთავის „ბიძასთან გამოხუმრება“ შემდეგმა მსახიობებმა: კ. მაქსიმიძემ, ქ. ანდრონიკოვისამ, ვასილ აბაშიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისამ და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ „ქართული დრამატული საზოგადოების“ დასის მიერ გაიმართებოდა სპექტაკლი „გემრიელი ლუკმა“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე დამსწრე წევრების განცხადებების შემდეგ ნიკოლოზ ხუდადოვმა თქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობაში სიკვდილიანობის გახშირების მთავარი მიზეზი არა მილის წყლით სარგებლობა, არამედ მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ნიკოლოზ ხუდადოვმა განაცხადა, რომ ავჭალის წყალი ბევრ მინერალს შეიცავდა, ამასთან არ არსებობდა საბუთი, რომლითაც ავჭალის წყლის უპირატესობას დაადასტურებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვალს დაიწყო ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ყვარლის ბლაღოჩინი, მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. ისინი წარდგნენ ეგზარქოს პალადის წინაშე, რომელმაც დალოცა სასულიერო პირები და წარუდგინა 11-პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.