ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის წერილი, რომლითაც ის ვაჟა-ფშაველას მიმართავდა ლაშარობისადმი მიძღვნილი სტატიის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციას გუმბრიდან ილია ხოსტაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლისთვის 34 მანეთის შემოწირულობა გამოუგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ხოსიტაშვილმა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 5 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მაყაშვილმა და ილია ნიჟარაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას 3-3 მანეთი შესწირეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სანდრო ნამორაძემ და მიხეილ ქავთარაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნასიძე ამზადებდა ბავშვებს გიმნაზიის, რეალურ და საქალაქო სასწავლებლის პირველი კლასისთვის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხოვლეში მარიამ ჯავახიშვილი საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ წარმოდგენას გამართავდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია ქართული ლიტერატურული ენისა და კილოს შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორნელი მაღრაძის სტატია თუ როგორ აღწერდნენ იმერეთში მცხოვრები ადამიანები „ქაჯს“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორნელი მაღრაძის სტატია თუ როგორ აღწერდნენ იმერეთში მცხოვრები ადამიანები „ქაჯს“, მეორე ნაწილი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია წინამძღვრიშვილის განცხადება, წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლაში ორი თავისუფალი ადგილის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

სპირიდონ ჯორჯიკიას განცხადებით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მისაღები გამოცდები 1888 წლის 25-დან 31 აგვისტომდე მიმდინარეობდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეშვიდე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე მირიანაშვილის სატატია „საერო ენა და სათემო კილო“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მერვე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ხახანაშვილის სტატია „მგზავრის დღიურები“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში ახალი წიგნი „კულა გლდანელი და ნესტორ ესებუა“ იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე რაევის შუამდგომლობით თბილისის სასულიერო სემინარიაში სახელმწიფო ვაკანსიით განსაზღვრული მოსწავლეთა მისაღები ადგილები გაზარდეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის პირველი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „მესხეთი და ბ-ნი. ნიკოლოზ ურბნელი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 1-ელი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სამსონ ყიფიანის განცხადება, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის პირველ განყოფილებაში 40 თავისუფალი ადგილი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის სექტემბერში ქუთაისის სასახლესთან დავით ივანეს ძე ლეონიძე საპატიო ყარაულთან ერთად წარდგა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამის წინაშე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახელსთან, კონდრატე გიგოს ძე ჟორდანია იყო რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატიო ყარაულში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, ილარიონ ოტიას ძე გამყრელიძე იდგა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატიო ყარაულში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, ნიკოლოზ ბეჟანის ძე ჩხეიძე იდგა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატიო ყარაულში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის სექტემბერში ქუთაისში, სასახლესთან, ვლადიმერ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის საპატიო ყარაულში იდგა.