ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობას შესთავაზა საყმაწვილო ჟურნალი გამოეცათ. ამ საკითხის გადაწყვეტა ახალ გამგეობას მიენდო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ბათუმის სკოლის შენახვა საზოგადოებას ძვირი უჯდებოდა. ბათუმის სკოლაზე მნიშვნელოვანი თავისი პროგრამითა და მიმართულებით წინამძღვრიანთკარის სკოლა იყო. თუ ბათუმის სკოლა დაიხურებოდა იქ მოძრავი სკოლები უნდა გაეხსნათ. ახლად შემოერთებულ ოსმალეთის საქართველოში საზოგადოებას სკოლები უნდა ჰქონოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 მაისს ალექსანდრე ჭყონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის წევრებად აირჩიეს: ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გრიგოლ ვოლსკი, ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ალექსი ჭიჭინაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ ხიზანაშვილი, ივანე მაჩაბელი, ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე მირიანაშვილი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-14, მე-15, და მე-16 თავი.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში ალექსი ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივნისში ქართული დრამატული საზოგადოება წარმოადგენდა ალექსანდრე მოჩხუბარიძის ხუთმოქმედებიან დრამას „ცოლი-მეუღლე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვი, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ვასო აბაშიძე, კ. მ. მაქსიმიძე, კავთელი და სხვანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივნისში ანა მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით ახალციხის დედათა სკოლის სასარგებლოდ გამართავდენენ წარმოდგენას „კინტო“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაია სოფელ ხორგას სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში სკოლის გვერდით საყაჭე სახლი ააშენა და მოსწავლეებს აბრეშუმის გამოყვანას ასწავლიდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის ივნისში ტატიშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ღარიბ ბავშვთა შემწეობის წლიური ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ივანე მაჩაბელი და ლევან ვაჩნაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ალექსი ჭიჭინაძემ მადლობა გადაუხადა გიორგი ქართველიშვილს, რომელმაც სკოლას თავისი გამოცემული სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით დავით, ივანე და ალექსანდრე სტეფანეს ძე ბეზირგანოვები, სოფიო სტეფანეს ასული ბეზირგანოვისა და პეტრე დავითის ძე ბეზირგანოვი ატყობინებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ გარდაიცვალა სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი, რომელსაც 4 ივნისს დაკრძალავდნენ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფია ბეზირგანოვი დავით, ივანე და ალექსანდრე ბეზირგანოვების და იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით, 1888 წლის 2 ივნისს ქუთაისში იონა მეუნარგიამ წაიკითხა ლექცია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე უმიკაშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა, რომ საზოგადოებას გაემართა ე. წ. „მოძრავი სკოლები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცალკე წიგნად დაიბეჭდა ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული მოთხრობა „მარინე“, რომელიც წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ ერისთავის ლექსი „მაისი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სასულიერო გიმნაზიის გადაწყვეტილებით კალისტრატე ცინცაძეს დაუფინანსეს სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ოტელო“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 50 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ჰამლეტი“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 30 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ბუნების მოვლენანი“ იყიდებოდა, რომლის ფასი 15 კაპიკი იყო.