ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა და ნინა ანდრონიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სიღნაღში გამართეს ბალი და წარმოდგენა. ამ ღონისძიებებიდან საზოგადოებას 263. 37 მანეთი შეუვიდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს არისტოტელე ვასილის ძე ქუთათელაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე არქეოლოგად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში არისტო ვასილის ძე ქუთათელაძის მიერ შედგენილი „ქართული გრამატიკა“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 40 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში პ. კვიცარიძის გრამატიკის სახელმძღვანელო „ორ-მეტყველება“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 45 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ზაქარია გულისაშვილის მიერ შედგენილი წიგნი საქართველოს მეფეებზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 15 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილის მიერ ფრანგულიდან თარგმნილი „საყმაწვილო ამბები“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 15 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოანე გრიგოლის ძე კაციტაძე ოზურგეთის საქალაქო სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი „ბუნების მოვლენანი“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან 15 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ ნათარგმნი შექსპირის „ჰამლეტი“ 30 კაპიკად იყიდებოდა, „ოტელო“ — 50 კაპიკად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გარტინსკი თბილისის სემინარიაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით გარტინსკი გორის სასულიერო სასწავლებელში რევიზორად გაგზავნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს იოანე გრიგოლის ძე კაციტაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ხუცური ხელნაწერი სახარება შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ 75 კაპიკად იყიდებოდა, „დედაენა“ – 30 კაპიკად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კ. რუსიევისა თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა 17 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის მმართველობის წევრი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს დ. კილაძემ 22 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს ნიკოლოზ ცინცაძემ 10 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოანე ქავჟარაძე სოფ. საბერიოში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლიდან თიანეთის მაზრის უფროსი ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თბილისში გადაიყვანეს სამუშაოდ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის იანვარში ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებლის მოსწავლეებმა ლეონტი ჩაჩანიძე გაქურდეს.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის მმართველობის წევრი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბუღალტერი იყო.