ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავრობის განკარგულებით მამედ-ალი-ბეგ აბაშიძე ახალქალაქის სამაზრო გამგეობის კანცელარიის მოხელედ დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში ანტონ ივანეს ძე ნატროშვილის „პირველდაწყებითი საარითმეტიკო სახელმძღვანელო“ იბეჭდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვმა სამურზაყანოს სკოლებს მოსწავლეებისთვის 319 მანეთის ნივთები შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოღდანოვი ბათუმის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შენგელია, იოანე ქავჟარაძე და ბესარიონ გაბისონია სამურზაყანოს სამრევლო სკოლების გამგებლები იყვნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 3 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში მაკო საფაროვას ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოანე ქავჟარაძე თბილისის სემინარიის კურსდამთავრებული იყო.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე როსტომაშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის რჩევის წევრი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკო საფაროვას ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ 5-მოქმედებიანი კომედია „ისპანიელი აზნაური“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის თებერვალში ანა მუსხელიშვილმა ახალციხის ქალთა სკოლის სასარგებლოდ ორი წარმოდგენა გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის თებერვალში ახალციხის ქალთა სკოლის სასარგებლოდ ანა მუსხელიშვილის თაოსნობით გამართული წარმოდგენებიდან 25-25 თუმნამდე შემოსავალი მიიღეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი ბლაღოჩინი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ორი წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი მირიანაშვილმა ყმაწვილებისთვის შეადგინა საკითხავი წიგნი „პატარა მოამბე“.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილს თელავის საპყრობილის ტუსაღებისთვის წერა-კითხვის სწავლება ევალებოდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი თელავის საპყრობილის წიგნსაცავის გამგედ დანიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 თებერვალს კავკავის საკომერციო კლუბში მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის თაოსნობით სკოლის სასარგებლოდ მასკარადი გაიმართა. მასკარადიდან ნაღდი შემოსავალი 140 მანეთამდე დარჩა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 3 თებერვლიდან ნიკოლოზ არღუთინსკი თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივნად დანიშნეს.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგში მყოფი დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი ავად იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლევან გიორგის ძე ჯანდიერი თიანეთის მაზრის უფროსი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში ნატალია ცაგარლის ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში ნატალია ცაგარლის ბენეფისზე „ბედნიერი დღე“, „ხანუმა“ და „დივერტისმენტი“ უნდა წარმოედგინათ.