ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმის მიხედვით, საზოგადოების წევრი იყო თომა იოსების ძე ასათიანი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილი მასწავლებლებისთვის საზოგადოებას ყოველთვიურად 5 თუმანი უნდა გადაეხადა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილს სალიტერატურო ფონდიდან ერთჯერადი დახმარება გამოუყო.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას რევაზ იასონის ძე ერისთავმა დუისში საკვირაო სკოლის გახსნა სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა 100 მანეთი შესწირა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს აკაკი როსტომის ძე წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პენსიის წინასწარ მიცემა სთხოვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ რაიონებში გაგზავნილი მასწავლებლებისთვის ადგილობრივ სტამბას ყოველთვიურად 5 თუმანი უნდა გადაეხადა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 მარტს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ „ივერიასა“ და „კვალს“ რაიონებში გაგზავნილი მასწავლებლებისთვის თვიურად 25 მანეთი უნდა გამოეყოთ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილს 10. 76 მანეთის დავალიანება აღმოაჩნდა. საქმის გამოძიება ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილსა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალათ.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 თებერვალს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრის განთავისუფლების ბრძანებას.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 ივნისს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძე სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 ივნისს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ სწავლის დასასრულებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორი წლით სტიპენდია სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილმა 100 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 50 მანეთი საზოგადოების ბათუმის სკოლისთვის უნდა მოეხმარებინათ.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სოფელ ძევრის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად 10 მანეთის გამოყოფის საკითხი დააყენა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ გააკრიტიკა კავკავის სკოლის მართვის ფორმა.

1911

ტიპი: განათლება

1911 წლის 24 თებერვალს ბესარაბიის მეღვინეობის უმაღლესი სკოლის დირექტორი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტუდენტ იაკობ ორჯონიკიძის შესანახ თანხას – 75 მანეთს სთხოვს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრის, კონსტანტინე ანთაძის წერილი ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. კრების დადგენილებით, მომავალ საზოგადო კრებამდე თავმჯდომარეობა მის მოადგილეს უნდა გაეწია, ხოლო ამ თანამდებობაზე თუ არავინ იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ აერჩიათ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტს სთხოვა, გადაეხადათ ექვთიმე თაყაიშვილის გზის ხარჯი – 32 მანეთი, რაც მას ქუთაისისა და სენაკის სკოლებში (რევიზიის ჩასატარებლად) ჩასასვლელად დასჭირდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ალექსანდრე მდივნის მოხსენება გომარეთის სკოლის რევიზიის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, სკოლაში ახალი მასწავლებელი უნდა მიეწვიათ.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 22 მარტს თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილების აღზრდისათვის შემწეობას სთხოვს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „ბატონყმობის გაუქმების“ 250 ცალი ეგზემპლარის შესყიდვა სთხოვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895-1896 წლებში იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ სახალხო სკოლებში გაგზავნილ მასწავლებლებს საზოგადოების წიგნების გასავრცელებლად განათლებული პირები უნდა მოეძებნათ.