ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლიდან ეკატერინე გაბაშვილი წერდა შემდეგი საყმაწვილო ჟურნალებისთვის: „ჯეჯილი“, „ნობათი“, „ნაკადული“.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს ნოე რამიშვილმა სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1891 წლებში ვლადიმერ გაბრიელის ძე ფოფხაძე ბოს­ტა­ნას მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს გიორგი თუმანიშვილი ჟურნალ „რუსკაია მისლ“-თან თანამშრომლობდა.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-95 წლებში იაკინთე თედორეს ძე კანდელაკი მელაურის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია ბორჯომში მსახურობდა მეტყევის თანამდებობაზე.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია ზესტაფონში შავი ქვის ცნობილ მრეწველ ნიკოლოზ ღოღობერიძესთან მუშაობდა უცხოეთთან ურთიერთობის კორესპონდენტად.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-1894 წლებში ნიკო ღოღობერიძე ზესტაფონში შავი ქვის მოპოვებით იყო დაკავებული.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890-1894 წლებში თედო სახოკია მიხეილ რომანოვის ბორჯომის მამულში მეტყევედ მუშაობდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდა ოცი მანეთის ოდენობით.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს გერასიმე ცაგარეიშვილმა დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის „ივერიის“ №227-ში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის წერილი „ალექსანდრე ყაზბეგი სტამბებში − მისი განუწყვეტელი მუშაობისა და მისი ავტორობის შესახებ“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890-იანი წლების ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის დრამა „გაქსუებული“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890-იანი წლების ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის კომედია „სიკვდილი და სიცოცხლე“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა იაკობ მანსვეტაშვილმა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს სკოლის საქმეები (1879 წლიდან 1885-ის ჩათვლით) გაუგზავნა და სთხოვა, როცა ეს დოკუმენტაცია აღარ დასჭირდებოდა, დაუყოვნებლივ დაებრუნებინა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 4 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახალი წლისთვის“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ინტერესი ბულგარეთისადმი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 10 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასწავლო პროგრამების შეცვლის აუცილებლობა რუსეთში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 13 იანვარი“, რომელიც ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ხარბი ხელი საყოველთაო საქმეებში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 16 იანვარი“, რომელიც თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ჟურნალ-გაზეთების თვალით“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მასწავლებლები – სპირიდონ მატარაძე და სპირიდონ ჯორჯიკია პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ და მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდნენ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, გაკვეთილების დრო 50 წუთამდე შემცირდა და 5 გაკვეთილის ნაცვლად დაინიშნა 6, ბოლო – გიმნასტიკისთვის.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის სკოლაში გიმნასტიკის გაკვეთილებისთვის საჭირო თანხა არ იყო გამოყოფილი, ამიტომ მოსწავლეებს მიეცემოდათ თავისუფალი დრო სასწავლად. მათ კი, ვინც სხვებს სწავლაში ჩამორჩებოდა, მიეხმარებოდნენ სკოლის მასწავლებლები და ინსპექტორი.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 20 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის დიდი და პატარა ონავრები“.