რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ოქტომბერში იაკობ გოგებაშვილმა დურგალთა ამხანაგობის სკოლას 10 „დედა ენა“ აჩუქა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ პეტრე მირიანაშვილს დაავალა, სტამბებიდან მოეგროვებინა ცნობები ლექსიკონების დაბეჭდვის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის წინადადება ოსმალეთის ქართველობისთვის „დედა ენის“ 500 ეგზემპლარის გაგზავნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას განცხადება ზოგიერთი სკოლის რევიზიის მაშინვე ჩატარების შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 18 მაისს იაკობ გოგებაშვილმა ხელი მოაწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის წლიურ ანგარიშს.
1909
ტიპი: განათლება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი ფაღავას თხოვნა, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადასახდელად გამგეობა 50 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ფაღავასთვის ივნისისა და ივლისის სტიპენდიები წინასწარ გადაეცა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას ცნობა ისიდორე კვიცარიძისა და კონსტანტინე ონიკაშვილის ვექსილების ვადის გასვლის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს დაეკისრა თბილისის თავადაზნაურობასთან შუამდგომლობა მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კავკავის სკოლის მასწავლებლობის კანდიდატებად დარია ფალავანდიშვილი, კირილე არველაძე და მიხეილ ბახტაძე წარადგინეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის განცხადება, რომ გამგეობას შეესყიდა დავით ჩუბინაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის 500 ეგზემპლარი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ვლადიკავკაზის საკვირაო სკოლას 70.30 მანეთის საკანცელარიო ნივთები უსასყიდლოდ გადასცა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 25 აგვისტოს არისტოფანე რამინაშვილის ნაცვლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კავკავის სკოლაში საგურამოს სკოლის მასწავლებელი ილია რუხაძე გადაიყვანა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 25 აგვისტოს ოლიმპიადა მიქელაძისა, იობა ისაკაძე და ბარბარე დავითაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლის პედაგოგებად დაინიშნენ.
1911
ტიპი: განათლება
1911 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში შესული 117 განაცხადიდან ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია დაენიშნათ შემდეგ პირთ: ნინო გრიგოლის ასულ ლასხიშვილს, გერონტი დიმიტრის ძე ქიქოძეს, გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაიას, სილოვან გიორგის ძე ყიფიანს, დავით მელიტონის ძე ჩხეიძეს, დავით ლევანის ძე მჭედლიშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილს, შალვა გიორგის ძე ტატიშვილსა და სიმონ ფიცხელაურს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება სპარსეთში მცხოვრები ქართველებისთვის სკოლის დაარსების შესახებ. გამგეობამ ამ საქმის შესწავლა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძესა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაავალა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სილოვან ხუნდაძის მიერ საზოგადოების მე-3 წიგნაკის დაკარგვის საკითხი განიხილა. ხუნდაძეს ახალი წიგნაკი 1901 წლის 23 ოქტომბერს გაუგზავნეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, პეტრე გრიგოლის ძე მამრაძისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 100 მანეთი გადაეცათ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გომარეთის სკოლის მასწავლებლად კოტე სეხნიაშვილი დაენიშნათ.