ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური – საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით 8 მანეთი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 11 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქართულ თეატრში დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლოს“ განახლებულ წარმოდგენას დაესწრო.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „ივერიის“ რუბრიკით „თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „დავით ერისთავის „სამშობლოს“ განახლებული დადგმა“.

1891

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 18 იანვარს ქუთაისში ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობის კრებაზე გიორგი წერეთელი სარედაქციო კომისიის წევრად აირჩიეს.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 20 დეკემბრის „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „მუსიკალური საღ. სიტყვები და მნიშვნელობა“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 21 დეკემბერი“. ეს წერილი ილიას თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერმა სოფელ საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კახეთში ვაზი კარგად ხარობდა, მაგრამ მოსახლეობამ ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება არ იცოდა, რის გამოც კახური ღვინო ბუნებრივ ღირსებას კარგავდა და იაფად იყიდებოდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 24 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 23 დეკემბერი“ გაგრძელება. ილიას თხზულებათა ოცტომეულში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 დეკემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დღევანდელი თავადაზნაურობის სატკივარი“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 27 დეკემბერს დროებით შეწყდა ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 27 დეკემბერს ილია ჭავჭავაძეზე დაწესებული პოლიციის ზედამხედველობა დროებით შეწყდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული ყურადღება მიექცია სხვადასხვა შინაარსის პატარა წიგნების ბეჭდვისთვის. ასეთი წიგნების შემდგენლებისთვის დააწესა პრემიები, მაგრამ მხოლოდ გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის მოთხრობა „რუხი მგელი“ მოიწონეს და ავტორი 50 თუმნით დააჯილდოვეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობას დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დახმარებით დიღომში სკოლა უნდა გაეხსნა, თუმცა სკოლათა მთავრობამ ნებართვის გაცემა გააძნელა, იმდენი მოთხოვნა წამოაყენა, რომ გამგეობამ წლის ბოლოსაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და სკოლების ინსპექტორისა და სკოლის მზრუნველობის წევრთა თანდასწრებით გამოსცადა მოსწავლეები. დადგინდა, რომ სკოლა წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა გამგეობის წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ მოსწავლეები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს იმიტომ, რომ სოფლები სკოლიდან შორსაა და მშობლებსაც ურჩევნიათ, შვილებმა მინდორში იმუშაონ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საზოგადოების გამგეობის წევრმა ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა დაათვალიერა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელი. მისი ანგარიშიდან ჩანს, რომ მასწავლებლები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მოვალეობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს გამგეობის წევრ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის მიერ ბათუმის სკოლის შემოწმების შემდეგ, რადგან ბათუმში 4000 ქართველი ცხოვრობდა, გამგეობამ გადაწყვიტა, უკეთესად მოეწყო ეს ერთადერთი ქართული სკოლა შავი ზღვის პირას და მაჰმადის სჯულის მასწავლებლის ადგილი გაეუქმებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ვლადიკავკაზის სკოლა ოთხჯერ შეამოწმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა გრუშევსკიმ და ყოველთვის კმაყოფილი დარჩა მასწავლებლების მუშაობით.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძემ, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძემ, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ და სხვ. საზოგადოების ბიბლიოთეკას წიგნები შესწირეს.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტის თავმჯდომარემ, მართა ზაქარიას ასულმა ჭავჭავაძისამ, უარი თქვა თანამდებობაზე და მისი მოვალეობის შესრულება დროებით მისივე თანაშემწე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძეს დაეკისრა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტი მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძისა და ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ხელმძღვანელობით დიდი თანხით დაეხმარა ვლადიკავკაზის სკოლას.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს სალომე გიორგის ასული მაღალაშვილი წინარეხის სკოლის მოსწავლეების გარდა ასწავლიდა ოც ყმაწვილს, რომლებიც მასთან თავისუფალ დროს მეცადინეობდნენ.