ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47454

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე მომრიგებელი სასამართლოს სურამიდან ხაშურში გადატანის განზრახვის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 19 იანვარს დანიშნულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე დაგეგმილი იყო საზოგადოებისა და საზოგადოების გამგეობის ახალი წევრები არჩევა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 19 იანვარს, საზოგადოების წესდების მე-11 პარაგრაფის თანახმად, სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში დანიშნული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიური საზოგადო კრების ჩატარების შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 19 იანვარს დანიშნულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე მოხსენება უნდა მოესმინათ სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 19 იანვარს დანიშნულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ საზოგადო კრებაზე 1890 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1891 წლის 1-ელ სექტემბრამდე პერიოდში გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა განეხილათ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 1890-1891 სასწავლო წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებელში 138 მოსწავლე სწავლობდა: 7 ოსი, 19 რუსი და დანარჩენი ქართველი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ, 1890-1891 სასწავლო წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებელში ასწავლიდა რვა აღმზრდელ-მასწავლებელი ქალი. მათგან სამი იყო ქართველი და დანარჩენი რუსი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებლის ოთხ კლასში ქართული ენის მხოლოდ ოთხი გაკვეთილი ტარდებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველ სამღვდელოებას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცია ქართული ენის სწავლებისთვის თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებელში, რათა ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობა გაზრდილიყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სამრევლო სკოლების მასწავლებლები, რომელთაც თბილისის საეპარქიო დედათა სასწავლებელი ჰქონდათ დამთავრებული, ქართველ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას ვერ მისცემდნენ, თუ დედათა სასწავლებელში ჯეროვანი ყურადღება არ დაეთმობოდა ქართული ენის სწავლებას.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თბილისის მაზრაში სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ყვავილის, გავრცელებასთან დაკავშირებით გუბერნიის ადმინისტრაციამ იმ პირთა რიცხვი გაზარდა, რომელთაც მოსახლეობის აცრა ევალებოდათ. მათ ადმინისტტრაციამ სამოცი მანეთი ხელფასი დაუნიშნა და სახელმწიფო გადასახადებისაგან გაათავისუფლა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე სურამის მოსახლეობისთვის რკინიგზის სადგურის გაუქმებით შექმნილ პრობლემებზე წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 დეკემბერს გორის მაზრის სოფელ ვანათში ჯარში ახლადგაწვეულმა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა ჯარისკაცის ფიცი დადეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური, საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით – 8 მანეთი.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ ავალიშვილი ქართული თეატრის რეჟისორი იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის დასაწყისი „ტფილისი, 8 იანვარი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართულ თეატრს 10 იანვარს აკაკი წერეთლის ოთხმოქმედებიანი ისტორიული დრამა „თამარ ცბიერი“ უნდა წარმოედგინა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში არტემ ახნაზაროვი წერს ნათლისღების დღესასწაულზე ვანქის ტაძარსა და მადათოვის კუნძულს შორის ხიდის ჩატეხასთან დაკავშირებული ტრაგედიის შესახებ, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების სია პროფესორ ალექსანდრე ცაგარლის ზედამხედველობით უნდა შეედგინათ.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში საყურადღებო ცნობების შემცველი დიდ წიგნად შეკრული სიგელ-გუჯრების ასლები აღმოჩნდა.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებულ ბიბლიოთეკაში დაცულია ისეთი იშვიათი წიგნები, რომლებიც არ არის თბილისსა და მოსკოვში.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, განსვენებული პროფესორის, დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების მდიდარი და ძვირფასი ბიბლიოთეკა მისმა მემკვიდრეებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირეს.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ პეტერბურგიდან გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ პროფესორ დავით იესეს ძე ჩუბინაშვილის მიერ შეგროვებული ხელნაწერების ბიბლიოთეკის სიის შედგენა მალე დასრულდებოდა და ბიბლიოთეკას თბილისში გამოგზავნიდნენ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართული თეატრის მიერ 10 იანვარს წარმოდგენილ აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერში“ მგოსნის როლი ალექსიევ-მესხიევს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ მწერლისა და პუბლიცისტის არტემ ახნაზაროვის წერილია დაბეჭდილი მ-ძის ფსევდონიმით.