ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელთა სამზრუნველო კომიტეტის მოხსენება, რომ დროებით სენაკის სკოლაში ინსპექტორის თანამდებობის შესრულება მინდობოდა მასწავლებელ არსენ სიმონის ძე წითლიძეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. გამგეობამ განიხილა 21 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი, რომელიც სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლს და ასევე სენაკის სკოლის ინსპექტორის აზრს ეხებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევით თავმჯომარესთვის მიეწერათ, რომ სკოლაში სწავლა განეხორციელებინათ იმ პროგრამით, რომელიც მათ საზოგადოებამ გაუგზავნა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908-1909 წლების ხელნაწერში წარმოდგენილია სია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრებისა და აღნიშნულია, რომ თითოეულ მათგანს ყოველწლიურად სამ-სამ მანეთი უნდა გადაეხადა: კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე, ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი, ანნა ტერ-გრიგოროვისა, მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, ქ. ხახუტაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, სოფრონ ზედგინიძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი, კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, ზ. ბაიბურთელი, ანნა სტეფანეს ასული ფირალიშვილი (ფირალოვისა), ივანე ვასილის ძე ხმალაძე, როზა გრიგოლის ასული ალელიშვილისა, ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი, მთავარდიაკონი გრიგოლაშვილი, ვასილ გამრეკელი, გიორგი ყანჩელი, ვარვარა მელიქოვისა, მარია ხერხეულიძე, თამარა ლევანის ასული ერისთავისა, გიორგი ჩიკოიძე, ალექსანდრე ხერხეულიძე, მიშო ერისთავი და თამარ გიორგის ასული ვაჩნაძისა.

პირები
კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე იოსებ პავლეს ძე მაისურაძე ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი ანნა ტერ-გრიგოროვისა მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე თ. ნ. ჩოლოყაშვილი გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე (ღოღაბერიძე) დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი ქ. ხახუტაშვილი ა. ვ. ფედატოვი სოფრონ ზედგინიძე ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი ზ. ბაიბურთელი (ბაიბურთი) ანა სტეფანეს ასული ფირალიშვილი როზა გრიგოლის ასული ალელიშვილი ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი ვასილ გრიგოლის ძე გამრეკელი გიორგი ყანჩელი ვარვარა მელიქოვისა მარია ხერხეულიძე თამარ ლევანის ასული ერისთავისა გიორგი ჩიკოიძე ალექსანდრე ხერხეულიძე თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე მიშო ერისთავი კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი ივანე ვასილის ძე ხმალაძე გრიგოლაშვილი
წყარო

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთერთმეტე სხდომაზე წაიკითხეს ანასტასია ვარდენის ასულ წერეთლის წერილი. წერეთელმა სოხუმში საზოგადოების სახელით გამართული წარმოდგენიდან მიღებული 160 მანეთი საზოგადოებას გამოუგზავნა და ითხოვა, აქედან 55 მანეთი სტუდენტ ჩხენკელისთვის კიევში გაეგზავნათ, 15 მანეთი ქვრივი ანნა კილნიცკაიასთვის გადაეცათ, ხოლო 9 თუმანი მისთვის დაებრუნებინათ, რათა 3 თუმანი მიეცა სოხუმის ბიბლიოთეკისთვის, 6 კი – სოხუმში სამკურნალოდ მყოფი სტუდენტის, რ. ქუთათელაძისთვის. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ნაფიცმა ვექილმა, იასონ ლორთქიფანიძემ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას კავკავიდან შეატყობინა, რომ ადგილობრივი არაქართველი მოსახლეობა ილია ჭავჭავაძეს თითქმის არ იცნობდა, ამიტომ იმავე წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილი ილიას საღამოს ორგანიზატორებს გადაწყვეტილი ჰქონდათ რუსული განყოფილების გამართვა, რისთვისაც ლორთქიფანიძე საზოგადოების გამგეობას სთხოვდა ილიას თხორჟევსკისეული თარგმანებისა და გაზეთ „ზაკავკაზიეს“ იმ ნომრის გაგზავნას, რომელშიც „გლახის ნაამბობის“ დასაწყისი იყო დაბეჭდილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დადგინდა, რომ საპატიო წევრ გიორგი დავითის ძე ქართველიშვილისთვის გამოეცხადებინათ მადლობა 763 ცალი „ვეფხისტყაოსნისა“ და ვახუშტი ბატონიშვილის 210 ცალი „საქართველოს ისტორიის“ შეწირვისთვის. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-12 სხდომაზე ნინო ყიფიანმა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა წარადგინა. ყულაბაში 68.34 მანეთი აღმოჩნდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ორივე საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ერთად მოთავსებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება რაც შეიძლება მოკლე დროში ეცნობებინა. ხელს აწერენ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომაზე გაეცნენ ერეკლე ლუკას ძე ბაქრაძის წერილს, რომ ის თანახმა იყო ყარსში საზოგადოების აგენტად ემუშავა. გამგეობამ ეს საკითხი სხდომაზე არ განიხილა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ანასტასია წერეთლისა და ნიკოლოზ მთვარელიშვილი. სხდომაზე განიხილეს 1898 წლის 23 მარტს ჩატარებული სენაკის სკოლის პედაგოგების რჩევის პროტოკოლი და ასევე სენაკის სკოლის ინსპექტორის აზრი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გაყიდა არისტო ქუთათელაძის სახელმძღვანელო „წყაროს“ მე-10 გამოცემის 1600 ეგზემპლარი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ალექსანდრე თეიმურაზის ძე ნანეიშვილი იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1-ლი ნოემბრისთვის არსებული საზოგადოების ბალანსი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა პეტრე მირიანაშვილისთვის მისაცემად დივიდენდი, 15 მანეთი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ვასილ ბეჟანის ძე ხუჭუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა გამგეობის მდივან პეტრე მირიანაშვილის ჯამაგირი, 75 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სოფელ დვირის სკოლას 30 „დედა ენა“ და 100 ცალი ქართული ენის რვეული გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ზაქარია ფალიაშვილისთვის მისაცემი ჰონორარი, 20 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით პოლიევქტო კიკალიშვილს ხონის სამკითხველოსთვის თანხის შეგროვების უფლება მისცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედ როინაშვილისთვის, შემწეობა 20 მანეთი უნდა მიეცათ.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ქეთევან ირაკლის ასული ბაგრატიონ-მუხრანსკისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველომ ხარჯების სახით 26 მანეთი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამაცრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების პირველი ქართული დაწყებითი სკოლა ორი განყოფილებით.