რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1885-1886 წლებში ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ზაქარია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 8 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 132 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს მიხეილ ჯომარჯიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწევრო 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ზაზა კიკნაძე, ვლადიმერ კიკნაძე, ილია მაისურაძე, ბესარიონ მაჭარაშვილი და დარია ივანეს ასული მოისეევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საღვთო სჯული სკოლებში ქართულად უნდა ესწავლებინათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი გავლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოს სკოლის პირველ განყოფილებაში პროგრამის მიხედვით არ ასწავლიდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა საწევრო 16 მანეთი გადაიხადა, 1885-1886 წლებში კი – 20-20 მანეთი. 1887 წლისთვის მას 84 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს მიხეილ უზნაძე, ვლადიმერ ფირცხალავა, სოსო ქალიაშვილი, ტროფიმე წინამძღვრიშვილი და ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ზაქარია თევდორეს ძე დანელია, გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძე, რაჟდენ ათანასეს ძე ზაქარაშვილი, რაჟდენ გვერდწითელი და ანდრო თედიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ვიქტორ ყიფიანი, ვასილ ხვედელიძე, გიორგი ხუციშვილი, ალექსანდრე ხმალაძე და პლატონ ივანეს ძე ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს ერასტი აბრამიშვილი, ვასილ ახალკაცი, ვანო გელაშვილი, იაგორ დინარაძე და გიორგი თაქთაქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და სერგი რომანოზის ძე გორგაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს დავით თაყაიშვილი, სოლომონ თვარაძე, ლექსო თედიაშვილი, ივანე კანდაუროვი და ილარიონ ნიკოლოზის ძე კურტანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წლის 18 თებერვალს იასონ მაისურაძე, ივანე მელნიკოვი, მარიამ მესხიძე, გიგო მეტრეველი და ალექსანდრე ნოზაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრები გახდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1881-1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი ალექსანდრე ჩიქოვანი საწევროს 20-20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის წინადადება ფასიანი ბილეთების შესანახად ყუთის შეძენის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა და ყველა ფასიანი ქაღალდის სახალხო ბანკში შენახვა გადაწყვიტა.