ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დეკანოზი ესტატე პლატონის ძე ელიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ საზოგადოების ბიუჯეტში საკმარისი თანხის უქონლობის გამო გრიგოლ ყიფშიძეს წიგნის შეძენაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 26 ნოემბერს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წიგნებით ვაჭრობისას მისი სახელით არ ესარგებლათ.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გიორგი ზაქარიას ძე დიდებულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების შემოსავალი 525 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 450 მანეთსა და 21 კაპიკს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძის მოხსენებიდან და მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი გავლილი მასალის პროგრამიდან გაირკვა, რომ ბაქოსა და კავკავის სკოლებში საღვთო სჯულს რუსულად ასწავლიდნენ.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ელისაბედ ემუხვარისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს გიორგი კონსტანტინეს ძე გვათუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 29 იანვარს ზაქარია თევდორეს ძე დანელია და ალექსანდრე ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის წევრობიდან საკუთარი სურვილით გადადგნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება ცხინვალის ერთკლასიანი სკოლის მოსწავლეებისთვის 10 მანეთის წიგნების გაგზავნის შესახებ.

1881

ტიპი: სტატუსი

1881 წელს ერისთო ემუხვარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1884

ტიპი: სტატუსი

1884 წელს დავით ბოძაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ელიავამ საზოგადოების სხდომის ოქმში განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი საზოგადო კრება 1879 წლის 15 მაისს შედგა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს ალექსანდრე ლუკას ძე ჟორდანია, გიორგი პეტრეს ძე კეკელიძე და ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის განცხადება საგურამოს სკოლის მცველის დახმარების შესახებ. გამგეობამ სექციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 მარტს გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ალექსანდრე სოლომონის ძე ხახანაშვილის დატოვებული ფულის მისაღებად მოსკოვში საზოგადოების სახელით კაცის გაგზავნა იყო საჭირო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ საგანგებო შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხიდან 5554.9 მანეთი ისესხა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს ბაგრატ სიმონის ძე ვირსალაძე, მიხეილ ანდრიას ძე ანდღულაძე და ივანე ნიკოლოზის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 20 მაისს ეკატერინე ქაიხოსროს ასული გარდაფხაძე, თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე და ელენე ეფრემის ასული ვირსალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების წევრები გახდნენ.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 20 მაისს ელენე ეფრემის ასული ვირსალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერევნის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 36-ე სხდომას დაესწრნენ: არჩილ ჯორჯაძე, ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი და სხვები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა საპრემიო თხზულებების განსახილველ საისტორიო კომისიის წევრობაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაცემული ხარჯები დაამტკიცეს: კონსტანტინე ჯაფარიძემ, არჩილ ჯორჯაძემ, გიორგი ლასხიშვილმა და სხვებმა.