ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1895

ტიპი: განათლება

1895-დან 1900 წლამდე ქრისტინე შარაშიძე ბახვის ორკლასიან სკოლაში სწავლობდა.

1895

ტიპი: განათლება

1919 წლის 20 მარტს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიამ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ლათინური ენის მასწავლებელმა პლატონ ქრისტეფორეს ძე აბულაძემ 1895 წელს ქ. ნეჟინში დაამთავრა ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გ. მამულაშვილი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ღამით იაკობ ფანცხავას თავს დაესხა ჟანდარმერია, გაჩხრიკა სახლი, თან წაიღო მისი მიმოწერა და ზოგიერთი მეგობრის სურათი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა და კოწია მიქაბერიძე ზაფხულობით ნიკო ნიკოლაძის ოჯახს სტუმრობდნენ დიდ ჯიხაიშში.

1895

ტიპი: განათლება

1895 წელს კავკავის სკოლასთან დაარსდა საკვირაო სკოლა უფროსებისათვის, სადაც ასწავლიდნენ გიორგი ნათაძე, პართენ გოთუა, კონსტანტინე გვარამაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, ნიკოლოზ კურდღელაშვილი და მთავარდიაკვანი ღუდუშაური.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ რევიზორი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.

1895

ტიპი: ორგანიზაცია

1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილმა სურათებიანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895-1896 წლებში იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ სახალხო სკოლებში გაგზავნილ მასწავლებლებს საზოგადოების წიგნების გასავრცელებლად განათლებული პირები უნდა მოეძებნათ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, სახალხო სკოლებში გაგზავნილი მასწავლებლები ადგილობრივი სამკითხველოების ხელმძღვანელებად დაენიშნათ.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლიდან ანდრია სოლომონის ძე ღულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიაში ი. გოგებაშვილმა წარადგინა საკითხი სკოლაში კლასიკური კლასების პარალელურად რეალური კლასების გახსნის მოთხოვნით.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის ზაფხულში ოზურგეთში ჩასული ფილიმონ ქორიძე მამა დავით დუმბაძემ მოინახულა და ოზურგეთის საკრებულო ტაძარში მისი ნოტებით ჩაწერილი საგალობლების შესრულების ნებართვა სთხოვა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ „ფირუზას“ ფსევდონიმით გამოაქვეყნა სატირული პამფლეტი „ორხმიანი საახალწლო ოპერეტი“ გაზეთ „კვალის“ თანამშრომლებზე.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ გიორგი წერეთელმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია „კვალი. ორი წლის ნაღვაწი“, რომელშიც უპირისპირდება გაზეთ „ივერიას“, მის რედაქტორ ილია ჭავჭავაძეს და სხვა თანამშრომლებს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 1-ლ იანვარს გაზეთ „კვალში“ „დავით სოსლანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით კეზელის საახალწლო შარჟები ქართველ მოღვაწეებზე, მათ შორის ილია ჭავჭავაძეზე: „ძლიერს მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინც ორგულია, ღმერთმან ინებოს, სოფელი არ დაგრჩეს უმადურია“.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს მიხა ჩოდრიშვილი ხელოსანთა არტელის დამაარსებელი იყო და გაერთიანების წესდებაზე მუშაობდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ჟანდარმერიამ გაჩხრიკა ილია ჭავჭავაძის ბინა თბილისში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს ივანე ანდრონიკაშვილმა და არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს აჩუქეს თავიანთი წიგნი „თბილისის გუბერნიაში სასოფლო-სამეურნეო სკოლის ტიპის შესახებ“.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა, ვისთვის რა თანხა ჰქონდა მისაცემი და ვისგან რამდენი – ასაღები.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ რუსული ჟურნალებიდან „ნოვოე ვრემია“ და „სელსკოე ხოზაისტვო“ მისთვის საინტერესო თემები ჩაინიშნა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ პროფესორ ჯოზეფ ეკშტეინის წიგნიდან „ღირსება ფილოსოფიასა და სამართალში“ ბეჭდვითი სიტყვის შესახებ ციტატები ამოიწერა და გვერდები მიუთითა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1895 წელს ილია ჭავჭავაძემ უბის წიგნაკში ჩაიწერა წიგნების ჩამონათვალი ფასებით, რომლებიც, სავარაუდოდ, იყიდა ან უნდა ეყიდა მოსკოვის წიგნის მაღაზიაში, რომლის მისამართიც იქვეა მიწერილი.