ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46417

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის სექტემბერში, ფინანსთა მინისტრის განკარგულების თანახმად, იაკობ ფანცხავას ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობა შესთავაზეს ქალაქ პერმში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ უარი თქვა ფინანსთა მინისტრის, სერგეი ვიტეს შემოთავაზებაზე, გადასულიყო ქალაქ პერმში იქაური ბანკის მეორე ხარისხის ბუღალტრის თანამდებობაზე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს გაზეთ „კვალის“ რედაქტორი გიორგი წერეთელი სექტემბერსა და ოქტომბერში ჩამოვიდა თბილისში, ოქტომბრის შემდეგ კი აღარ ჩამოსულა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ მისი არქეოლოგიური მოგზაურობის ანგარიშის ბეჭდვას იწყებდა. ხახანაშვილმა ანასტასია წერეთელს მოიკითხვა შეუთვალა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს სთხოვა, სტუდენტთა მიერ შედგენილი ეთნოგრაფიული პროგრამა „კვალში“ დაებეჭდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო უორდროპებს ვეღარ ესტუმრა, ამიტომ მათთან მისვლას შობისთვის გეგმავდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს მისწერა, რომ ეთნოგრაფიულ პროგრამაში მონაწილე სტუდენტები ნოველების თარგმნას აპირებდნენ. ხახანაშვილმა წერეთელს სთხოვა, მისთვის თხზულებათა კრებული გაეგზავნა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 8 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს თბილისიდან საგურამოში წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ პარასკევს კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა პანაშვიდი იყო, გაზეთის ნომერი უნდა მოემზადებინა, ამიტომ საგურამოში ვეღარ ავიდოდა. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა ცხენების დაკარგვის გამო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 10 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 11 სექტემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 26 ნოემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 10 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძემ თბილისიდან მოკლე ბარათით შეატყობინა მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს, რომ საქმეების გამო საგურამოში ვერ ადიოდა და სთავაზობდა კვირას ეკიპაჟით თბილისში ჩასვლას, რათა ორშაბათს ერთად დასწრებოდნენ კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ პანაშვიდს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 11 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად კრწანისის ველზე დაესწრო კრწანისის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობას და პანაშვიდს. მსახურებას ატარებდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 1-ელ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძეს რუსმა პოეტმა ვასილი ველიჩკომ წარწერით უძღვნა საკუთარი წიგნი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 4 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართულ თეატრში მის პატივსაცემად გამართულ სადილზე სიტყვით მიმართა რუს პოეტ ვასილი ველიჩკოს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადრესი რაფიელ ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო. გამგეობის წევრებთან ერთად მას ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი რაფიელ ერისთავს ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავს ულოცავს და ხაზს უსვამს ქალებისადმი მიძღვნილი მისი სატრფიალო ლექსების მნიშვნელობას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვა გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა სტამბურად დაბეჭდილი საფოსტო ქაღალდები ილია ჭავჭავაძის სურათით.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის ნოემბერში რუსი კომპოზიტორის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის მიერ შედგენილ წიგნში „ქართული ხალხური სიმღერა და მისი თანამედროვე მდგომარეობა (ნოტები)“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „ელეგიის“ ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე და სიმღერის ნოტები.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 4 ნოემბერი“ (დასაწყისი).

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობდა თავად-აზნაურთა კომისიის სხდომაში, რომელსაც მინდობილი ჰქონდა სოფელ ოძისში, ზაქარია ერისთავის მამულში, სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 9 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 9 ნოემბერი“ (გაგრძელება).

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ თავმჯდომარეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საგანგებო კრებას, რომელზეც განიხილეს გამგეობის მოხსენება დამატებითი ხარჯების შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 14 ნოემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 16 ნოემბერი“, რომელიც კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირს ეხებოდა.