ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50062

1894

ტიპი: ავტორობა

იაკობ ფანცხავა 1894 წელს მასწავლებლობის პერიოდში მოუხიბლავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს თავისი სიმდიდრითა და სილამაზით.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში სიმონ ქვარიანი მსახურობდა თბილისის რკინიგზის სამმართველოში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში სიმონ ალექსის ძე ქვარიანი რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდიკაში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში, თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში, სიმონ ქვარიანმა დააარსა ფარული წრე, სადაც თბილისის სასწავლებლების უფროსკლასელებს უკითხავდა რეფერატებს სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში სიმონ ქვარიანის დაარსებული ფარული წრის შეკრებებს ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილიც ესწრებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პარალელურად სიმონ ქვარიანი საზღვარგარეთ წასასვლელად ემზადებოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში სიმონ ქვარიანმა საფრანგეთში წასვლა განიზრახა უმაღლესი აგრონომიული ცოდნის მისაღებად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭდვის შემდეგ ადგილობრივი სამღვდელოება მუდმივად აბეზღებდა სოფელ მესხის სკოლის ინსპექტორებთან და ყველანაირად ცდილობდა, რომ ის სკოლიდან დაეთხოვათ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭვდის შემდეგ ადგილობრივი მღვდლები ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ვასილ კოპტონაშვილი სოფელ მესხის სკოლიდან დაეთხოვათ, თუმცა მათი ზრახვები უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ვასილი სკოლის საქმესაც კარგად უძღვებოდა და გლეხებიც დიდი სიყვარულით გამოირჩეოდნენ მის მიმართ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გაზეთში „ივერია“ ვასილ კოპტონაშვილის მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭდვის შემდეგ ადგილობრივმა მღვდლებმა მას მტრულად დაუწყეს ცქერა.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ნიკო ჯანაშია იყო მასწავლებელი მაკვანეთში.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წელს ფილიპე ლევიცკი იყო სახალხო სკოლების დირექტორი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს სახალხო სკოლების დირექტორმა ფილიპე ლევიცკიმ ნიკო ჯანაშია მაკვანეთის სკოლის მასწავლებლად დაამტკიცა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის იანვარში სახალხო სკოლების დირრექტორმა ლევიცკიმ დაამტკიცა სოფელ მაკვანეთში გახსნილი სკოლა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ფილიპე ლევიცკის მიერ მაკვანეთის სკოლის ორკლასიან სამინისტრო სკოლად დამტკიცების შემდეგ სოფელი გათავისუფლდა მასწავლებლის ანაზღაურების გადასახადისგან.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 3 იანვრის შემდეგ ქართლში მოგზაურობისას მაკინე ამირეჯიბის სიმღერებით მოხიბლულმა ილია ჭავჭავაძემ მას საჩუქრად გაუგზავნა თავისი ნაწერების ოთხტომეული წარწერით „რაც სიტყვას აკლდეს, ბუნებით, თქვენმა ხმამ შეასრულოსო“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 3 იანვარს ილია ჭავჭავაძე მომრიგებელ შუამავალ გიორგი ციციშვილს სოფელ ხვედურეთში ესტუმრა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 13 იანვარს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს ფოთში მისწერა, რომ მის წერილს „ბიძია თომას ნაამბობი“ აურზაური მოჰყვა, ამიტომ ბევრი ხელმომწერი დაკარგეს. სთხოვდა, ფოთში ხელმომწერები მოეგროვებინა და ფული რედაქციისთვის გაეგზავნა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 16 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 15 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ ქუთაისის ბანკის შესახებ“, ოცტომეულში კი – „ქუთაისის ბანკის შესახებ“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 21 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გიორგი თარხნიშვილს შეატყობინა, რომ მოკლევადიანი სესხის გაცემაზე იოსებ მელიქიშვილის თხოვნის დაკმაყოფილებამდე საფუძვლიანად შეესწავლა საქმის დეტალები და თუ ყველაფერი რიგზე აღმოჩნდებოდა, 2000 მანეთის ოდენობის სესხი მიეცა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 22 იანვარს ალექსანდრე ყიფშიძემ თავის ძმას, ზაქარიას, მოსკოვში გაუგზავნა წერილი, რომელშიც ილიასთან ერთად საღოლაშენსა და ხვედურეთში მოგზაურობა იყო აღწერილი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 26 იანვარს სერგო დავითის ძე ჯაფარიძემ ოდესის ქართველ სტუდენტთა სახელით გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მადლობა გადაუხადა ილია ჭავჭავაძეს მათი ბიბლიოთეკისთვის თავის თხზულებებათა ოთხი ტომის შეწირვისათვის.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „კახეთის მევენახეთა საზოგადოების დაარსება“.