ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50062

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ საზოგადოების გამგეობას სურს, მას, ვისაც სოფლებში წიგნების გაყიდვა დაევალება, მოსახლეობისთვის წერა-კითხვის სწავლებაც შეეძლოს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 17 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მმართველობის წევრ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად ქრისტეფორე მამაცაშვილს წერილი გაუგზავნა ოთხპროცენტიანი გირავნობის ფურცლების გამოსაშვებად ნებართვის მისაღებად.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 1-ელ აპრილს პეტრე უმიკაშვილმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა ეკატერინე ზაალის ასული ორბელიანის რამდენიმე წერილის ასლი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად.

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის აპრილამდე იაკობ ფანცხავა იყო მასწავლებელი გერასიმე ცაგარეიშვილის სასწავლებელში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 10 აპრილს გორის მაზრის თავად-აზნაურთა ყრილობას გორში ესწრებოდნენ თბილისიდან ჩასული აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, „კავკაზის“, „ივერიისა“ და სხვა გაზეთების კორესპონდენტები.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 დეკემბერს გიორგი წერეთელმა სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა, რომ საახალწლოდ მის წერილს ელოდებოდა „კვალში“ დასაბეჭდად.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 11 აპრილს ჟურნალისტმა კოტე ხერხეულიძემ სოფრომ მგალობლიშვილს მისწერა 10 აპრილს გორში გამართული თავად-აზნაურთა ყრილობის შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 12 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის სხდომის ოქმს, რომელზეც მიიღეს დადგენილება გამგეობისთვის მეოთხე წევრის დამატების თაობაზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ქობულეთში სკოლის დასაარსებლად ცნობების შეკრება გადაწყდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 24 აპრილს სილოვან თომას ძე ხუნდაძემ გაზეთ „კვალში“ დაბეჭდა კრიტიკული რეცენზია „მკითხველის შენიშვნები“ ილია ჭავჭავაძის პოემაზე „მეფე დიმიტრი თავდადებული“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 28 აპრილს ალექსანდრე ექვთიმეს ძე ნებიერიძემ ილია ჭავჭავაძეს მოურავად მუშაობის დასაწყებად დახმარება სთხოვა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება, რომელსაც დაესწრო 33 წევრი და რამდენიმე რიგგარეშე პირი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრების – ვასილ ილიას ძე რცხილაძის, დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძისა და პავლე იოსების ძე ყიფიანის – 1891-1892 წლების წლიური ანგარიშის განხილვისას კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ამიტომ დაადგინა, რომ ამ საკითხის განხილვა მიენდოს ახალ კომისიას, რომელსაც წლიური ანგარიშის შესამოწმებლად აირჩევენ.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის გადაწყვეტილებით პირველად განიხილეს სარევიზიო კომისიის 1891-1892 წლების ანგარიში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს დავით ნიკოლოზის ძე დათეშიძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებაზე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა განაცხადა, რომ რადგან გამგეობა ყველაფერში ეწინააღმდეგება სარევიზიო კომისიას და სიმართლის დადგენა შეუძლებელია, კარგი იქნება, თუ აირჩევენ ახალ კომისიას, რომელსაც მიენდობა გადაწყვეტილების მიღება.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.