ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გაზეთ „ისრის“ რედაქციამ თინათინ ფორაქიშვილისგან მიიღო 27 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის სიღნაღის მაზრის სოფელ კარდენახში გამართული საღამოდან შემოსული თანხა – 50 მანეთი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე კიტა აბაშიძემ მოითხოვა საყვედური გამოეცხადებინათ საადგილმამულო ბანკისთვის, რადგან ილია ჭავჭავაძის შემწეობით დაარსებული დაწესებულება არაფერს იხდიდა მწერლის ფონდის გასაძლიერებლად.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მმართველი იოსებ ოცხელი ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ პედაგოგიური საბჭოს 29 სექტემბრის სხდომის დადგენილებით ილია ჭავჭავაძის ფონდს გადაეცემა 400 მანეთი, რომელიც შეგროვდა თითოეული მასწავლებლის წლიური ჯამაგირიდან გადადებული 1%-ით. ხელს აწერენ: გამგე იოსებ ოცხელი და საქმისმწარმოებლის მაგივრად იონა კობახიძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის ნებართვის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ზურაბიშვილი და ბ. ნანობაშვილი მიიჩნევდნენ, რომ მთავრობასთან ამ საქმეს თავადაზნაურობაზე უკეთ ვერავინ მოაგვარებდა. სამსონ ფირცხალავას, კიტა აბაშიძისა და პეტრე სურგულაძის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება საკითხს წოდებრივ ხასიათს შესძენდა, რაც დაუშვებელი იყო. კრების გადაწყვეტილებით, მთავრობისგან ილიას ძეგლის მოედანზე დადგმის ნებართვის აღება საზოგადოების გამგეობას დაევალა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ვალერიან გუნიამ განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა ეზრუნა, რათა რაიმე ნიშანი დადგმულიყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას – საამისოდ თუნდაც ახლომდებარე წყაროს გამოყვანა და მოწყობაც ივარგებდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრების ბოლოს სიმონ ოცხელმა განაცხადა, რომ საჭირო იყო ილიას ძეგლის დადგმა, რომლის მოდელის შეფასება სპეციალისტებისთვის უნდა მიენდოთ, ფულზე ზრუნვა კი დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ.

1908

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ზაკავკაზიეს“ წარმომადგენელმა 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას აუწყა, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი დეპეშით იტყობინებოდა ილიას ფონდისთვის 100 მანეთის შეწირვის შესახებ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრობის კანდიდატები იყვნენ: გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წლის 30 ნოემბრიდან კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდომონ-ერისთავი, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე და იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და კიტა აბაშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და კიტა (ივანე) აბაშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ იაკობ გოგებაშვილს, ივანე ზურაბიშვილს, ალექსანდრე ჭყონიასა და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა, რომ განეხილათ სკოლების ინსტრუქციები და შემდეგ გაეკეთებინათ მოხსენება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ იანვარს დავით კარიჭაშვილის მოხსენების პასუხად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, მუზეუმის მოსაწყობად სამუზეუმო თანხიდან ათი თუმანი გადაედო.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, მუზეუმის კატალოგის შედგენა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისთვის ეთხოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელი ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილისთვის ეთხოვათ მუზეუმის გამგის მოვალეობის უსასყიდლოდ შესრულება, ხოლო მეთვალყურე და მსახური თვითონ აერჩია.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ბიბლიოთეკარის ხელფასი თვეში 25-30 მანეთი, ხოლო მსახურისა კი 15-20 მანეთი უნდა ყოფილიყო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იმდენი ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა, რომ წიგნსაცავის გამგედ ცალკე პირი მოეწვია, ამიტომ ეს მოვალეობა ერთ-ერთ გამგეობის წევრს უსასყიდლოდ უნდა შეესრულებინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ბიბლიოთეკარს დანიშნულ დროზე უნდა გაეღო წიგნსაცავი, მკითხველთათვის წიგნები და ხელნაწერები გადაეცა, თვალყური ედევნებინა ხელნაწერები და წიგნები არ დაეზიანებინათ, შეედგინა წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი და ა. შ. ხოლო მსახურს შედარებით მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა – დაეწმინდა ავეჯი, დაელაგებინა ნივთები და სხვა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავის დახურვა ბევრ მკვლევარს სამეცნიერო მუშაობაში ხელს უშლიდა, ამიტომ საჭირო იყო წიგნსაცავი გაეხსნათ და მის მოსავლელად მოეწვიათ ორი პირი – ბიბლიოთეკარი და მსახური. წიგნსაცავი ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან ნაშუადღევის 3 საათამდე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, გამგეობამ წერა-კითხვის წიგნსაცავის მეთვალყურეობა მას დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, 1912 წლის 21 ივნისიდან გამგეობის დადგენილებით საზოგადოების წიგნსაცავი დაიხურა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სხვადასხვა პირი მას ხშირად სთხოვდა წიგნსაცავში მუშაობის ნებართვას. წიგნსაცავის გაღება მისი მოვალეობა არ იყო და არც საიმისო დრო ჰქონდა, რომ სხვადასხვა პირის მუშაობის პროცესში წიგნსაცავში ყოფილიყო, ამიტომ უარს ეუბნებოდა თხოვნაზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, როცა ვინმეს ძალიან სჭირდებოდა ხელნაწერი ან დაბეჭდილი წიგნი მას საისტორიო საზოგადოების მუზეუმში გადაჰქონდა ხოლმე და მკვლევრები იქ მუშაობდნენ. მაგრამ ზოგიერთ მკვლევარს არც საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში მუშაობა აკმაყოფილებდა, რადგან ეს მუზეუმი ყოველთვის ღია არ იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ივანე შადინოვი თბილისის სახაზინო პალატის მოხელე იყო.