ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 3 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავის გამგის დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, საჭირო იყო წიგნსაცავ-მუზეუმის მდგომარების შემოწმება და ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ნივთების სიის შედგენა, რასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდებოდა. მისი აზრით, წიგნსაცავი მკითხველთათვის ერთი თვით უნდა დახურულიყო.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, მას მაისში სამეცნიერო მიზნით ნუმიზმატიკური ნივთების დათვალიერება დასჭირდა, კარადის გასაღები მაშინაც გაფუჭებული იყო. მან ვერ გაიხსენა ოქროს ფულები იყო თუ არა იქ, ხოლო ოქროს საბურნუთე მუზეუმის ნივთებში არ უნახავს და ამის შესახებ არაფრის თქმა არ შეეძლო.

1913

ტიპი: ავტორობა

სერგო კაკაბაძის 1913 წლის 12 თებერვლის მოხსენების მიხედვით, სამუზეუმო ნივთების კარადის დაკეტვის დროს ვასილ კლდიაშვილს გასაღები გაუტყდა. თვითონ აპირებდა გასაღების გამოცვლას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დააპატიმრეს, ხოლო აპრილში, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ვასილ კლდიაშვილისაგან შეიტყო, რომ გასაღები ისევ გასაკეთებელი იყო და კარადა ღია. მან ვასილ კლდიაშვილსა და ლუარსაბ ბოცვაძეს უთხრა, რომ აუცილებლად გაეკეთებინათ გასაღები, თუმცა მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, საზოგადოების მუზეუმში ერთხელ სახელმწიფო ბანკის დირექტორიც მივიდა, რომელიც ძველი ფულების შესახებ ესაუბრებოდა, თუმცა ვერ გაიხსენა ფული აჩვენა თუ არა. ვერც ის გაიხსენა კარადა ერთხელ გააღო თუ რამდენჯერმე.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, ოქროს ფულები დიდ განძს არ წარმოადგენდა (რამდენიმე ყალბიც იყო), უფრო ძვირფასი ვერცხლის ფული იყო. ოქროს ფულები სხვადასხვა ზომის, მაგრამ ყველა ერთი და იმავე ეპოქის იყო, სახელდობრ, კომნენების დინასტიისა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, ოქროს ფულები მან პირველად 1911 წლის მარტში ნახა, როდესაც სახელმწიფო ბანკის ერთ-ერთი მოხელე მასთან მივიდა და ფულების ჩვენება სთხოვა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 12 თებერვლის სერგო კაკაბაძის მოხსენების მიხედვით, საზოგადოების კანცელარიაში იდგა პატარა კარადა, რომელშიც სხვა ნივთებთან ერთად ინახებოდა ძველი ფულები, მათ შორის, ერთი ძველი ბიზანტიური ოქროს ფული.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, მსახურმა ვანო სამადალაშვილმა იცოდა თუ რომელ კარადაში ინახებოდა ოქროს ფული. ასევე მან იცოდა, რომ კარადა გატეხილი იყო. დილაობით, როცა ის კანცელარიას ალაგებდა მარტო იმყოფებოდა ხოლმე.

1911

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის შემდეგ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ასრულებდა.

1911

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას სერგო კაკაბაძის შემდეგ ოთხი თვე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ასრულებდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, როდესაც სერგო კაკაბაძე მას კარადას, რომელშიც ოქროს ფულები იყო მოთავსებული, აკეტინებდა გასაღები გატყდა და კარადა დაუკეტავი დარჩა. კარადიდან სამუზეუმო ნივთები არსად არ გადაუტანიათ. ხოლო საკეტის გაფუჭების შემდეგ ვინმე ათვალიერებდა თუ არა ნივთებს მან არ იცოდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, ოქროს ფულები მას საერთოდ არ უნახავს. სერგო კაკაბაძე მას იმ კარადას, რომელშიც ოქროს ფულები იყო მოთავსებული, აღებინებდა, ხოლო ნივთებს თვითონ ათვალიერებდა.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წლის 8 თებერვლის ვასილ კლდიაშვილის მოხსენების მიხედვით, სერგო კაკაბაძე ოქროს ფულებს, რომლებიც დაიკარგა ხშირად უჩვენებდა ერთ კაცს, რომელიც კაკაბაძის ნებართვით, მისი ზედამხედველობის გარეშეც ათვალიერებდა მათ. ერთხელ კაკაბაძემ ეს ფულები სახელმწიფო ბანკის გამგესაც დაათვალიერებინა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი იოსელიანის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც კავკავის სკოლის მოსწავლეები სუსტები იყვნენ რიგ საგნებში, დაადგინა, მიეწერათ სკოლის გამგე ტიტე კახიძისთვის, ყურადღება მიექცია ამ არასასიამოვნო და არასასურველი გარემოებისთვის და მიეღო სათანადო ზომები ამ საგნების სწავლის გასაუმჯობესებლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სოფელ ჭაგნის სკოლის მასწავლებელ პართენ ქაჯაიას თხოვნა სოფლის უფასო სამკითხველოს დახმარების შესახებ და დაადგინა, გაეგზავნათ მათთვის საზოგადოების გამოცემები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, რომლებმაც 1916 წელს საწევრო გადაიხადეს, იყვნენ: დავით შავკაციშვილი, იაკობ შევარდნაძე, გრიგოლ ირაკლის ძე შარაშიძე, სერგო სპირიდონის ძე შილაკაძე და გრიგოლ იასონის ძე შილაკაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სოფელ ჭაგნის სკოლის მასწავლებელმა პართენ ქაჯაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დახმარებოდნენ ამ სოფლის უფასო სამკითხველოს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 22 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას თხოვნა ვერის საკვირაო სკოლისთვის წაღებული წიგნების თანხის, 50 მანეთის, პატიების შესახებ და დაადგინა, შემწეობად ჩაეთვალათ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ეპატიებინათ ვერის საკვირაო სკოლისთვის წაღებული წიგნებისა და რვეულების თანხის ნახევარი. მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 100 მანეთს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაახლოებით 100 მანეთის ღირებულების წიგნები და რვეულები გამოართვა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი იყო გამგეობის წევრი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ კერძო პირების მიერ ბიბლიოთეკების დაარსების საქმის მოსაწესრიგებლად გამგეობას დამაარსებლისგან მათი კარგად მოწყობის გარანტია უნდა მოეთხოვა. თავად გამგეობას სკოლებთან ერთად ჯეროვნად უნდა მოეწყო ბიბლიოთეკები.