რეგისტრირებული ფაქტები48618
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 დეკემბერს სახელმწიფო კონტროლმა მისწერა განათლების სამინისტროს, ეცნობებინათ, რა შედეგით დასრულდა ნიკოლოზ ყაზბეგის მიმართ დაწყებული გამოძიება, რომელსაც სამინისტროს დავალებით სიღნაღის სამაზრო სასკოლო განყოფილება აწარმოებდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ ვარიანის მცხოვრებ მეგრელიშვილის საკითხი, რომელსაც მიეცა 2500 მან. ვარიანის გოგებაშვილის სახელობის ქართული სკოლის ბინის ქირის ანგარიშში იმ პირობით, რომ მას დეკემბრის დამლევს უნდა ჩაებარებინა საზოგადოებისთვის სკოლის შესაფერისი შეკეთებული საკუთარი სახლი. 4 წლის განმავლობაში საზოგადოება თავისუფალი იქნებოდა ბინის ქირისაგან. მეგრელიშვილმა პირობა ვერ შეასრულა. საჭირო გახდა, დაუყოვნებლივ მოეთხოვათ მისთვის ფულის დაბრუნება. გამგეობამ მასწავლებელ მიხეილ ჩიქვანიძეს მიანდო, გადაახდევინოს მეგრელიშვილს 2500 მანეთი და დაუბრუნოს საზოგადოებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო კონტროლის წარმომადგენლებმა მისწერეს განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიის ყოფილი პედაგოგი ფ. სირაძე სამინისტროს დაუკითხავად მიიწვიეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის დეკემბერში ბოდბის ქალთა საოსტატო სემინარიის დირექტორმა ელენე ბუტულაშვილმა, რომელსაც სამინისტრომ დამატებით ბოდბის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სკოლის გამგებლობაც მიანდო, რისთვისაც მას ეკუთვნოდა დამატებითი გასამრჯელო, მიმართა სახელმწიფო კონტროლს, გაეცათ სასწრაფო განკარგულება კონტროლის სიღნაღის განყოფილებაში, რათა დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნა გასამრჯელოს მიღების თაობაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელმა შევარდენიძემ სახელმწიფო კონტროლიორ ფილიპე გოგიჩაიშვილს ტელეფონოგრამა გაუგზავნა და სკოლის გახსნის თაობაზე მოხსენების ასლის დაბრუნება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმქომედო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე დიმიტრი ჯაფარიძის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ოგანეზოვის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ივლისს თბილისის სამიწათმზომელო სასწავლებლის მესამე კლასის მოსწავლე ანდრეი იურჩაკის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა პედაგოგიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 აგვისტოს სატექნიკო და საპროფესორო სწავლის მთავარი გამგე თაქთაქიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს, ი. ა. ვანახსა და ნ. ი. უჩუნსკის თბილისის მიწისმზომელთა სასწავლებელში გამოცდების ჩაბარების ნება ეძლევათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება ახალი დაწყებითი სკოლების შესახებ და დაადგინეს, თბილისის გუბერნიაში გახსნილიყო 36 ახალი დაწყებითი სასწავლებელი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა სახაზინო ხარჯზე მიღების შესახებ და დადგინეს: ხაზინის ხარჯზე მიიღონ ცხინვალისა და დუშეთის სასწავლებლები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე მოისმინეს დაბალ სასწავლებელთა მთავარი გამგის მოხსენება უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთა გახსნის შესახებ. დაადგინეს: სასწავლებლები გაიხსნას თბილისის გუბერნიაში – ბორჯომში, მცხეთაში, თბილისში, ნაძალადევში, გურჯაანში, საგარეჯოსა და ქვემო მაჩხაანში.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ს. ი. გზელიევს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 400 მანეთი მოემატა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ე. გ. ტოროსინს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 397 მანეთი და 90 კაპიკი მოემატა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 20 მაისის დეკრეტის საფუძველზე თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზიის მასწავლებელ ბ. ბ. არუთინოვს იმავე წლის სექტემბრიდან ხელფასზე 397 მანეთი და 90 კაპიკი მოემატა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სამეცნიერო დაწესებულებათა გაერთიანების შესახებ. საკითხი განხილვისთვის კომისიას გადაეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის მოხსენება საშუალო სასწავლებლებისთვის ავანსის 150 მანეთიდან 1000-მდე გადიდების შესახებ. დაადგინეს, წარედგინოს პარლამენტს კანონპროექტის სახით, რადგან ეს წინადადება ეწინააღმდეგებოდა არსებულ დებულებას.
ტიპი: ავტორობა
ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით ლობიოს თესლი საქართველოში XVI საუკუნიდან უნდა შემოსულიყო, სავარაუდოთ ამერიკიდან, გურიის საშუალებით.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წელს ქრისტინე შარაშიძემ გიორგი შარაშიძეს სთხოვა, გაეგზავნა გურიაში გავრცელებული ლობიოს ჯიშებისა და კერძების სახელწოდებები, რომლებიც ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევისთვის გამოადგებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეორე კომერციული სასწავლებლის დირექციას სთხოვა ეცნობებინა, გაიცა თუ არა სალიკვიდაციო თანხა სასწავლებლის სომხური ენის ყოფილ მასწავლებელ სარგის გრიგორიანცზე.