რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ლუკა ჯავახიშვილის წერილი, რომლითაც მან გამგეობას შეატყობინა, რომ თიანეთიდან გადასვლის გამო ვერ იმუშავებდა საზოგადოების აგენტად და მის მაგიერ გამგეობას შესთავაზა გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილის კანდიდატურა, რომელიც თანახმა იყო ემუშავა თიანეთში საზოგადოების აგენტად. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ სკოლების რევიზია მინდობოდა ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ისნპექტორ ევტიხი მამინაიშვილს, რადგან ის ხშირად იმყოფებოდა ბათუმში, კავკავსა და ხელთუბანში, სადაც საზოგადოებას სკოლები ჰქონდა. მას გაუადვილდებოდა სხვა სკოლების შემოწმებაც, რადგან მას ხელს უწყობდა ადგილობრივი მთავრობა. მისთვის მხოლოდ გზის ხარჯი უნდა გადაეხადათ, რადგან მისივე განცხადებით, საზოგადოებას შრომის საფასურს არ გამოართმევდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ელისაბედ ჩერქეზიშვილის წარდგენილ ყულაბა N73-ში იყო 1. 79 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ალექსანდრე ნადირაძის მიერ წარმოდგენილ ყულაბა N186-ში აღმოჩნდა 3 მან. 66 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო საწევრო გადასახადის ერთ მანეთამდე შემცირება, რის შემდეგაც მისი გადახდა მუშას და წვრილ ბურჟუას არ გაუჭირდებოდა. ამით კი საზოგადოების წევრთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდებოდა და შემოსავალი მოიმატებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მიიღეს ერეკლე ბაქრაძის, ლუკა ჯავახიშვილის და ილია სარაჯიშვილის საზოგადოების აგენტობასთან დაკავშირებული საპასუხო წერილები. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყარსში ბაქრაძე დაენიშნათ საზოგადოების აგენტად; თიანეთში აგენტად მუშაობა შეეთავაზებინათ გიორგი მრევლიშვილისთვის, ხოლო თელავში მარიამ ესტატეს ასულ ვახვახიშვილისთვის ან ლევან რევაზის ძე ვახვახიშვილისთვის.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის, სოხუმის და სხვა ქალაქის განყოფილებები საწევრო გადასახადის შემცირებას ითხოვდნენ. ასევე, სანამ რეფორმას ხალხი დაიწყებდა უმჯობესი იყო თავად საზოგადოების წევრებს მიეღოთ ცვლილება და საწევრო გადასახადი ერთი მანეთით შეემცირებინათ.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ ორი მილიონ-ნახევარი ქართველიდან მხოლოდ სამიათასი რომ იღებდა კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობას ეს მხოლოდ საზოგადოების წევრების კარჩაკეტილობით იყო განპირობებული. მათ ხალხისთვის გზა უნდა გაეხსნათ, აქტიურობის საშუალება მიეცათ და საქმე მაშინვე გამოცოცხლდებოდა, წარმატების ელფერი მიეცემოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების მეორე ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას ეწინააღმდეგებოდა. მათი აზრით, ხალხს კი არ უნდა ემართა საკუთარი საქმე, არამედ თავად წევრებს უნდა ემსახურა მათი სურვილებისთვის, რასაც კიკალიშვილი მცდარ აზრად მიიჩნევდა და არ ეთანხმებოდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოების წევრების ერთი ნაწილი საწევრო გადასახადის შემცირებას პრინციპულად არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ აცხადებდა, რომ საზოგადოება არ იყო მზად ამისთვის, რასაც გამგეობაც ეთანხმებოდა. თავად კიკალიშვილი ამ პოზიციას არ იზიარებდა.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში საყოველთაო პირველდაწყებითი სწავლების გეგმა განხორციელებული იყო. იქ ხალხს განათლება ჰქონდა მიღებული და თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელებას ითხოვდნენ. მათ, როლებსაც გააზრებული ჰქონდათ უფლებები დამოუკიდებლად შეძლებდნენ საზოგადოების საქმიანობაში ჩართვას. აქედან გამომდინარე, საწევრო გადასახადის შემცირება და ახალი წევრების მიღება აღარ იყო საშიში.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პოლიევქტო კიკალიშვილმა განაცხადა, რომ საწევრო გადასახადის შემცირების საკითხი რამდენჯერაც დაისვა კრებაზე იმდენჯერვე უარყოფითად გადაწყდა. საზოგადოების წევრებს შორის ორი განსხვავებული პოზიცია არსებობდა: ერთნი ემხრობოდნენ შემცირებას, მეორენი – არა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეოთხე სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, მდივანი იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მესამე სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კატალოგების მოწესრიგების შემდეგ წიგნსაცავი შეემოწმებინათ. ოქმს ხელს აწერენ თაბმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის პედაგოგ ალექსანდრა ხახიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას აღმოეჩინა მისთვის შემწეობა. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტს მოსთხოვა დასკვნის გამოგზავნა, თუ რამდენად საჭირო იყო დახმარებოდნენ პედაგოგს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყვიტეს გამოეცათ თეიმურაზ მეფის „სარკე თქმულთა“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 19 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთექვსმეტე სხდომაზე ილია ბახტაძემ გამგეობას თხოვნით მიმართა, ვასილ ბეჟანეიშვილის მსგავსად, რომელიც ქუთაისში საზოგადოების წიგნებით ვაჭრობდა, მისთვისაც დაერთოთ ნება დაბა ხონში გაეყიდა წიგნები, ასევე მოითხოვა 2 თვის ვადა გამგეობისთვის გაყიდული წიგნების ანგარიშის წარსადგენად. გამგეობამ ბახტაძეს თანხმობა განუცხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე გადაწყვიტეს მუზეუმ-ბიბლიოთეკის წესდება შეესწორებინათ და წიგნების, ხელნაწერებისა და სამუზეუმო ნივთების გარეთ გატანა განსაკუთრებულ შემთხვევებში სექციის ნებართვით ყოფილიყო შესაძლებელი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 25 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის მეორე სხდომაზე თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა სექციას მოახსენა, რომ მიეღოთ ისეთი წესი, რომლის მიხედვითაც სექცია გამგეობის ნებართვის გარეშე მომხმარებელთათვის წიგნებისა და ხელნაწერების სახლში გატანას ვერ შეძლებდა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მისთვის გაეგზავნათ მაისის ხელფასი, ხოლო თვის ბოლოს – ივნისისა. ასევე ეცნობებინათ, როდის ჩავიდოდა კომისია სკოლის შესამოწმებლად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.