რეგისტრირებული ფაქტები51866
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 19 სექტემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა ბანძის ორკლასიანი სასწავლებელი აკურთხა.
1896
ტიპი: ღონისძიება
მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წელს ახალმიღებული ჰყავდათ 25 მოსწავლე, რომლებიც შემოდიოდნენ 20 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. 17 მოსწავლეს უარი ეთქვა სკოლაში მიღებაზე, რადგან სურვილი განაცხადეს დაგვიანებით, იანვარში, გარდა ამისა, სკოლას გადაწყვეტილი ჰქონდა, 50 ბავშვზე მეტი არ მიეღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896-97 წლებში სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 1896 წელს − 117.60 მან., 1897 წელს − 18 მან., სულ − 135 მან. და 60 კაპ. ღირებულების წიგნები.
1896
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896 წლის 20 სექტემბერს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 50 ცალი დედაენა, თითო − 32 კაპიკად, სულ − 16 მანეთის, 50 რუსკოე სლოვო, I ნაწილი − 32 კაპ. − 16 მან., 60 რუსკოე სლოვო, II ნაწილი − 32 კაპ. − 19.20 მან., 300 რვეული − 4 კაპ. 12 მან., 40 ბუნების კარი − 70 კაპ. − 28 მან., 40 „იავნანამ რა ჰქმნა“ − 8 კაპ. − 3.20 მან., 120 „მოსავლის მცველნი“ − 16 კაპ. 19.20 მან., 50 „თავდადებულნი ქართველნი“ − 8 კაპ. − 4 მან., ჯამში 117.60 მანეთის.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 21 სექტემბერს კიწიაში გაიხსნა ორკლასიანი სამრევლო სკოლა, რომლის დირექტორი იყო ბლაღოჩინი კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაია.
1896
ტიპი: ავტორობა
1896 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მისი მოთხოვნისა და 18 სექტემბრის საზოგადოების წერილის თანახმად, 117 მან. 60 კაპ. ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ ბარბარე ავალიშვილისა ლიდიას როლს ასრულებდა, ხოლო ბარამიძე – აკულინას.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ბართლომე კილაძისა და ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა მამია გურიელის თხზულებები ავტორის სურათით.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის ოქტომბერში მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძისას პნევმონია ჰქონდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „მე მინდა კნეინა გავხდე“ და „დროებითი სიყვარული“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბრიდან წმინდა სინოდის დადგენილებით ქუთაისის ეკლესიების ბლაღოჩინის, ნესტორ ყუბანეიშვილის, წიგნი „სახელმძღვანელო საღვთო სჯულის შესასწავლად“ საქართველოს საეგზარქოსო ერთკლასიან სკოლებში საღვთო სჯულის დამხმარე სახელმძღვანელო გახდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში სპირიდონ ჭელიძე და იოსებ იმედაშვილი ოლღა ბეჟანიშვილის მიერ თარგმნილ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“ გამოსაცემად ამზადებდნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის ქალაქის საბჭომ აირჩია მუდმივი საფინანსო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: პ. მ. არღუთაშვილი-მხარგრძელი, კ. მ. ალიხანოვი, ა. ს. ბაბოვი, ა. თ. ფრიდონოვი, ი. ა. თაიროვი, მ. ი. თამამშოვი და ა. ი. შახაზიზოვი-კამსარაკანი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლის „მბჟუტავნი ცეცხლნი“ რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ელისაბედ ანდრუშკევიჩისა ოლგას ქუჩაზე მდებარე ქალთა სკოლაში ხელსაქმის მასწავლებლად დაინიშნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში ტერმოსესოვისა ავლაბარში მდებარე ქალთა სკოლის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი გარდაიცვალა. იგი 23 ოქტომბერს ახალ სენაკში ჩამოასვენეს და 24 ოქტომბერს დაკრძალეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში მოსე ათანასეს ძე ქიქოძე და კალისტრატე ჩიკვაიძე 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმის განხილვისას დაზარალებულ მხარეს იცავდნენ.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში სიღნაღის მაზრის პოლიციის თანამშრომლებმა – გიორგი ტყავაძემ, შავერდ შავერდოვმა და დავით მატატოვმა თავიანთი სურვილით დატოვეს სამსახური.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ კონსტანტინე ყიფიანი დიკოვსკის როლს ასრულებდა, კოტე მარჯანიშვილი – ხოლმინისას, გედევან გედევანოვი თამაშობდა მოხუცებულ კნიაზს, ივანე კარბელი – ახალგაზრდა კაცს, ხოლო კანდელაკი – მწერალს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ქალაქის განათების საკითხის გადასაჭრელად ხმოსან ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვის წინადადებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით თბილისის განათებაზე ქალაქის თვითმმართველობას უნდა ეზრუნა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თელავის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი მეღვინეთხუციშვილი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივანი ნიკოლოზ არღუთაშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ექიმმა მაჭავარიანმა ჯიღაურაში მცხოვრები ციმბირის წყლულით ინფიცირებული ძაგანაშვილების ოჯახის მკურნალობა და სოფლის მეთვალყურეობა ექიმ გიორგი ბროძელს ჩააბარა.