ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1912

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1912 წლის 14 თებერვალს ბორჯომის განყოფილების საპატიო წევრმა ვლადიმერ ყიფიანმა განცხადება გააკეთა, რომ ბორჯომის განყოფილების საზოგადო კრებაზე, რომელიც ჩატარდა 29 მაისს ადგილი ჰქონდა არასათანადო წესდების შემოღებას, რომლის გამოც მთავარმა განყოფილებამ ახსნა-განმარტება მოსთხოვა ბორჯომის განყოფილებას. განმარტება გამგეობამ განიხილა 6 მარტს და დაადგინა, რომ მათ დაარღვიეს წესდება, რის გამოც ვალდებულნი იყვნენ ხელახლა ჩაეტარებინათ არჩევნები.

1911

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმად 1911 წლის 25 აგვისტოს გამგეობას თხოვნით მიმართა ყალამშელმა მღვდელმა ნეოფიტე ომარაშვილმა, რომ არ დაეხურათ სოფელში მდებარე ერთადერთი სკოლა. გამგეობამ დაადგინა, რომ 5 მაისის დადგენილება სკოლის დახურვის შესახებ დაეტოვებინათ ძალაში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევი ქონების ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, გრიგოლ რცხილაძეს გერბის მარკებისთვის 2 მან. და 50 კაპ მისცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში პირველი იანვრიდან 19 აპრილამდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს საზოგადოების 1911 წლის ანგარიში. ანგარიშის განხილვა გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს, არჩილ ჯაჯანაშვილსა და შალვა მიქელაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა და დავით კარიჭაშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 19, 20 და 21 მარტის განყოფილებათა წარმომადგენლების დასწრებით შემდგარი კრების ოქმები, რომელთა განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მცხეთის სახალხო ბიბლიოთეკის გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ მათ 10 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე გააკეთეს მოხსენება განყოფილებათა ანგარიშების შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წამოადგინეს ბორჯომის განყოფილების გამგეობის ცნობა, რომლის თანახმადაც ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად საზოგადო კრება დანიშნეს 15 აპრილს დღის 12 საათზე ბიბლიოთეკის სადგომში. გამგეობამ კრებაზე დასწრება დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე; სხდომაზე წარადგინეს სარგის კაკაბაძის თხოვნა 2 წლით სტიპენდიის დანიშვნის შესახებ. გამგეობის დადგენილებით კაკაბაძეს სტიპენდიას მაშინ დაუნიშნავდნენ, როცა ამის შესაძლებლობა ექნებოდათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთვრამეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე წარადგინეს 19-21 მარტს გამართული კრებების ოქმები, რომელთა განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ საზოგადოების ყოფილ სტიპენდიატ იაკობ ოროჯნიკიძეს ჰქონდა სასწავლებლის ვალი – 37 მანეთი, რომლის დასაფარად გამგეობის დახმარება სჭირდებოდა. უსახსრობის გამო მას დახმარებაზე უარი უთხრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე წარადგინეს ბათუმის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-19 სხდომას ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე მგელაძე. 

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა არჩილ ჯორჯაძემ, რომ წინასწარ გადაეცათ 4 თვის პენსია, რადგან ავადმყოფობის გამო აპირებდა აგარაკზე წასვლას. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს სამტრედიის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ბორჯომის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს სოხუმის განყოფილების 1911 წლის ანგარიში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს შალვა მიქელაძემ, არჩილ ჯაჯანაშვილმა და ლუარსაბ ბოცვაძემ 1911 წლის საზოგადოების ანგარიშის შესახებ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება ბორჯომის განყოფილების არჩევნების შესახებ. გამგეობამ მოხსენება დაამტკიცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ყვარლის განყოფილების 1911 წლის ანგარიში. გამგეობამ ანგარიში ჩაიბარა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ თედო რაზიკაშვილს დახმარება – 70 მან. გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, სერგი გორგაძე, შალვა მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და იპოლიტე ვართაგავა, წარადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი იანვრიდან 26 აპრილამდე.