რეგისტრირებული ფაქტები51261
სორტირება თარიღი მზარდობით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში პოლკოვნიკი ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი სამგზავრო ეტლს ჰყიდდა. მყიდველებს მისთვის სათავადაზნაურო ბანკში უნდა მიემართათ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წლის ნოემბერში გიორგი ნიკოლოზის ძე სხირტლაძეს თბილისში, სასახლის ქუჩაზე, სათავადაზნაურო თეატრთან, რესტორანი „ზამთრის ბაღი“ ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ბათუმის ხმოსნების კრება გაიმართა. სხდომის დადგენილებით ბათუმის მოურავი ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქალაქის პრობლემების უმაღლეს მთავრობასთან განსახილველად პეტერბურგში უნდა წასულიყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა და ვას. ჯაფარიძემ 1897 წლის ქართული კალენდარი გამოსცეს. კალენდრის გამოყენება კათოლიკებსა და სომხებსაც შეეძლოთ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში გორის სემინარიის დირექტორმა ალექსანდრე სლოვინსკიმ სემინარიის მოსწავლეთა კარგი მასპინძლობისთვის წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მზრუნველს, ილია წინამძღვრიშვილს მადლობა გადაუხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა დადგა ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მთავარ როლებს მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე ასრულებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვას, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრა კარგარეთელის, ვასო აბაშიძის, სვიმონ სვიმონიძის, გედევან გედევანოვის, კოტე შათირიშვილისა და კანდელაკის მონაწილეობით სპექტაკლი „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ფოთში ლუკა კუპრაძის სახლში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობაში ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე და გამგეობის წევრი ლუარსაბ ყრუაშვილიც მონაწილეობდნენ.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 8 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომლის ცოლი სავიცკაია გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის დასკვნით სავიცკაია მოწამლული იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 ნოემბერს კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე გივის ძე ამილახვარი, ტატიშჩევი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ზავადსკი და სხვ. თბილისის იუნკერთა სასწავლებლის ეკლესიის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ.
1896
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1896 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ევგენი იოსების ძე კერესელიძე მათე იოსების ძე კერესელიძის ძმა იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს გენერალ ალხაზოვის დასაფლავებას ესწრებოდნენ ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვი, ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძე, ივანე გივის ძე ამილახვარი, ვიცე-გუბერნატორი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე სტეფანოვიჩი და სხვ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა საფაროვა-აბაშიძისას და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით ოთხმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 13 ნოემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა მაკო საფაროვა-აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გამყრელიძის, ივანიძის, ვასილ აბაშიძის, სიმონიძის, ვიქტორ გამყრელიძის, გედევანოვის, კოტე შათირიშვილის, კანდელაკის, ადამიძის და ა. შ. მონაწილეობით სპექტაკლი „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ დადგა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 14 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ს. ფირალოვმა ამიერკავკასიაში ქსოვითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ მოხსენება გააკეთა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცელში“ ნიგოითის სამკითხველოს დამაარსებელმა დიმიტრი მაჭუტაძემ სამკითხველოსთვის წიგნებისა და ფულის შემწირველებს მადლობა გადაუხადა. კ. კიკიანის, დიმიტრი კალანდარიშვილის, მ. ორმოცაძისა და გერასიმე ჟოჟიკაიშვილის მიმართ მაჭუტაძემ განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა.