ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომაზე წაიკითხეს ახალციხის მაზრის უფროსის თხოვნა, მისთვის გაეგზავნათ ალიოზ შიხინოვის გადაცემული თანხის, 144 მანეთის, ქვითარი. გამგეობამ მას ქვითარი გაუგზავნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 33-ე სხდომაზე ალიოზ შიხინოვმა გამგეობას თხოვნით მიმართა, საზღვარგარეთ მყოფი სტუდენტებისთვის გასაგზავნად მარიამ დემურიასთვის 5 თუმანი გადაეცათ იმ ფულიდან, რომელიც შემოუვიდათ აბასთუმანში გამართული ღონისძიებიდან. გამგეობამ შიხინოვის თხოვნა დააკმაყოფილა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გიორგი იოსელიანის მიერ გადმოკეთებულ „ვეფხისტყაოსანს“, რომელსაც გამგეობა ბეჭდავს, უნდა დამატებოდა შემდეგი სურათები: თამარის დაგვირგვინება, საბოძვარის გაცემა, ტარიელი წყლის პირას, ტარიელისა და ავთანდილის გაცნობა და ა. შ. გამგეობამ მდივანს დაავალა ბეჭდვის დროს ჩაემატებინათ სურათები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომა. სხდომაზე ანასტასია გიორგის ასულმა ერისთავმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, რომლიდანაც ამოიღეს 9.90 მანეთი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალიოზ შიხინოვმა საზოგადოებას მოახსენა, რომ ავჭალაში ბიბლიოთეკის გახსნა ვერ მოხერხდა და ამ საქმისთვის გამოყოფილ თანხას გამგეობის განკარგულებაში დატოვებდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცელი“ იუწყება, რომ ქართული წიგნის გამომცემელმა ამხანაგობამ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა იაფფასიანი კრებულის გამოცემა განიზრახა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 22 ნოემბერი“ („Новое Время“ თავისას არ იშლის...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ანასტასია წერეთლისა, ნიკო მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში ზაქარია გრიქუროვს გადასცა 52 მან., ივანე როსტომაშვილს – 15 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 5 და ნიკოლოზ ავალიშვილს – 10 მან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ზაქარია გრიქუროვს უნდა გადასცენ წიგნების ანგარიშში – 190 მანეთი და ასევე იაკობ გოგებაშვილს რვეულების საფასური, რომელშიც სრულად ერგება – 589 მან. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისთვის უნდა გადაეცათ გაყიდული რვეულების თანხა – 509 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს ახლად დაბეჭდილი წიგნების ანგარიში, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კავკავის სკოლის სამზრუნველოს მიერ შედგენილი ინსტრუქცია დაემტკიცებინა იმ მუხლების შეცვლით, რომელიც წერა-კითხვის მმართველობამ შემოიღო და შემდეგ გაეგზავნა სკოლისთვის ახალ სასწავლო პროგრამებთან ერთად, რომელიც მათ მასწავლებლებისთვის უნდა წარედგინათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე განიხილეს გურია-სამგერელოს ეპარქიის საეკლესიო სკოლათა ზედამხედველ თედო ჟორდანიას თხოვნა, ეპარქიის 37 სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით და ნივთებით, რადგან მათ სიღარიბის გამო შეძენა არ შეეძლოთ. გამგეობის გადაწყვეტილებით, თ. ჟორდანიას 18 თუმნის სასწავლო წიგნები გაუგზავნეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხეთის სკოლის პედაგოგმა ესტატე შუშანიამ, რომ სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდნენ პედაგოგის თხოვნას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ახუთის სკოლის გამგემ, რომ სკოლას დახმარებოდნენ სასწავლო წიგნებით, რაზედაც გამგეობამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდა გამგის თხოვნას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილსა და დავით ქადაგიძეს დაავალა განეხილათ სიმონ გრიაზნოვის თარგმნილი წიგნი „ხე და მისი ცხოვრება“ და შემდეგ გამგეობისთვის მოეხსენებინათ თავიანთი მოსაზრება.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. გამგეობამ უფულობის გამო უარი განუცხადა ნიკო ავალიშვილს მის მიერ გამოცემული წიგნის „თავადის ქალის“ შესყიდვაზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა და ალექსანდრე გარსევანიშვილმა წაიკითხეს მოხსენება ხელნაწერის „გუსტავ ვაზა“ შესახებ, რის საფუძველზეც გამგეობამ უარი განაცხადა მის დაბეჭდვაზე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა ანასტასია წერეთელმა, რომ ქალთა წრეს, რომელმაც ითავა მომავალ ზაფხულს ბაზრის გამართვა საზოგადოების სასარგებლოდ, ესაჭიროებოდათ 20 თუმანი მასალის შესაძენად. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ოლღა თადეოზის ასული ჭავჭავაძისთვის გადაეცათ 20 თუმანი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ოლღა მირზაშვილმა, რომ მოპარეს ყულაბა, რომელიც მიღებული ჰქონდა ქალთა კომიტეტისგან საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად, ამიტომ ესაჭიროებოდა ახალი ყულაბა, თუმცა გამგეობამ მას ახალი ყულაბის გადაცემაზე უარი განუცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. დავით კარიჭაშვილმა სხდომას მოახსენა, რომ მეორე სახალხო ბიბლიოთეკა ანასტასია წერეთლისამ გადაიტანა ავლაბარში, რაზედაც ესაჭიროებოდათ გუბერნატორის ნებართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამგეობამ ნებართვა სთხოვა გუბერნატორს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს იაკობ გოგებაშვილმა გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლებს, რომელთა მოსწავლეები უსახსრობის გამო წიგნების შეძენას ვერ ახერხებდნენ, 100 „დედაენა” და 50 რუსული ენის სახელმძღვანელო „რუსკოე სლოვო” შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 25 ნოემბერს ოლქის სასამართლოში განიხილეს კ. პლიუშჩევსკისა და კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონის საქმე. მუხრანბატონის ვექილმა, ირაკლი ალექსანდრეს ძე გუნცაძემ განაცხადა, რომ პლიუშჩევსკის მიერ წარდგენილი საბუთები ყალბი იყო და ითხოვა, საქმე გამომძიებელს გადასცემოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიამ ოდესის სტუდენტების დასახმარებლად თანხა გაიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მეშვეობით მადლობა გადაუხადეს ლუდმილა თეიმურაზის ასულ ჩახავას და თეიმურაზ ივანეს ძე თოფურიას, რომლებმაც მარტვილის უფასო სამკითხველოს თანხა შესწირეს.