ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 13 დეკემბერი“ („საოცარი დრო დაგვიდგა...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გამოვიდა ფილიპე მახარაძის კრიტიკული წერილი „ხალხური პოეზია და ბ-ნი მელ. კელენჯერიძე”. წერილში მახარაძე დაწვრილებით განიხილავს და აკრიტიკებს მელიტონ კელენჯერიძის წიგნს „სახალხო პოეზიას”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განაგრძობდა ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კ. ს. თოფურიძე ბათუმის პირველი ნაწილის ბოქაულის თანამდებობიდან გადადგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ საახალწლოდ გრიგოლ გოლიცინის სახელზე ასამდე თხოვნა შევიდა. ხალხი დახმარებას ითხოვდა, რადგან სიღარიბის გამო ახალი წლის სათანადოდ შეხვედრას ვერ ახერხებდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 18 დეკემბერს „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევტიხ ბესარიონის ძე მამინაიშვილი თბილისის სასულიერი სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ მისი წერილის თანახმად, მას გადაეცემოდა ჯამაგირის ნაწილი იმავე დღეს, ხოლო დარჩენილ 17 მანეთს გაუგზავნიდნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობაზე ვლადიმერ დარჩიაშვილი და რაჟდენ თომას ძე კალაძე დაინიშნენ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა „ახალი მკითხველის“ გამგის თანამდებობა დატოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 19 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ გიორგი ჟურულს ერობის საქმის გამო დანიშნულ კომისიაში წარსადგენად ვრცელი ანგარიშის შედგენა დაევალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კავკავში წიგნთსაცავისა და სამკითხველოს დაარსებას აპირებდნენ. სამკითხველო ივანე მესხიევის წიგნების მაღაზიაში უნდა გამართულიყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძისამ წარმოადგინა 1897 წლის 21 დეკემბერს გამართული კონცერტის ანგარიში, რომელიც გამგეობამ გაზეთებში გამოაცხადა და ასევე, თანხის გარკვეული ოდენობა გასცა ბაზრის გასამართავად.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 29 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ვასილ ქარჩილავამ შეადგინა და გამოსცა წიგნი „გრიგოლ განმანათლებელის მიერ ანგელოზის ხილვა”.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „პატარა საუბარი“ („თ. გ. თუმანიშვილის გაზეთმა ამ უკანასკნელ დროს...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 20 დეკემბერი“ („ჯერ კიდევ პუშკინმა სთქვა...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ია კარგარეთელმა შეასრულა ნიკოლოზ კლენოვსკის მიერ ილიას ლექსებზე დაწერილი რომანსები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ვასილი ველიჩკომ წაიკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსების მისეული რუსული თარგმანები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 დეკემბერს მოსამართლეებისა და პოლიციის მოხელეთა თანდასწრებით დაათვალიერეს კ. პლიუშჩევსკის სადგომი, სადაც მისი რამდენიმე წერილი აღმოაჩინეს. ერთ-ერთ წერილში პლიუშჩევსკი წერდა, რომ ის კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონის მოკვლას აპირებდა და თვითმკვლელობასაც გეგმავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მიტროფანე ლაღიძეს წიგნების ანგარიშში გადასცეს 27.95 მან., თედო ჟორდანიას – 16 მან., გრიგოლ ტატიშვილს – 14 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 16 მან. და ა. შ. სულ გამგეობამ გასცა 226 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ივანე რატიშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს ახალციხის ქართული სამკითხველო ბიბლიოთეკიდან, რომ გამოეწერათ მათთვის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და ნიკო მთვარელიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართეს თბილისის I-ლი სახალხო ბიბლიოთეკიდან, რომ გამოეწერათ მათთვის რუსული ჟურნალ-გაზეთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცახდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ, რომ სკოლას გაუგზავნონ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების დეკემბრის შემოსავალ-გასავლის ხარჯი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წაიკითხეს გუბერნატორის წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ავლაბარში მეორე სახალხო ბიბლიოთეკისთვის არჩეული ადგილი გამოუსადეგარი იყო. გამგეობამ ნიკო მთვარელიშვილს და დავით კარიჭაშვილს დაავალა შესაფერისი ადგილი ეპოვათ ბიბლიოთეკისათვის.