ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50524

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 თებერვალს ოზურგეთში გამართულ გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალის“ მორიგ კრებაზე ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა ამხანაგობის საქმეებს. „შუამავალის“ მმართველის, კონსტანტინე თავართქილაძის განცხადებით, იგი მზად იყო, ეჭვების გასაქარწყლებლად სამი კაცი აერჩიათ, რომლებიც მის მუშაობას გააკონტროლებდნენ. მათგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო აღებ-მიცემობის საქმის მცოდნე და ვაჭრობაშიც გამოცდილი ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 1 თებერვალი“ თავად-აზნაურთა კრებების უფლება-მოვალეობის შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 2 თებერვალს გაზეთ „კავკაზში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის ლექსის „ჩემო კალამო, ჩემო კარგო...“ ვლადიმერ ლებედევისეული თარგმანი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 თებერვალს რომის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დანიშნული იყო იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი პანაშვიდი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 თებერვალს დანიშნული იყო იაკობ ლაზარაშვილის პანაშვიდი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრება გაიმართა, რომელზეც ამხანაგობის წესდების შეცვლის შესახებ ისაუბრეს. Ამ საქმისთვის სპეციალური კომისია დაარსდა, რომლის წევრებადაც დავით ბესარიონის ძე კვირკველია, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი და გრიგოლ ჯაყელი აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 თებერვალს ოზურგეთში სავაჭრო ამხანაგობა „შუამავლის” კრებაზე სხდომის გამგე კონსტანტინე თავართქილაძემ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება სურდა. კრების წევრებმა ის დაითანხმეს, რომ კიდევ ერთი წელი გაძღოლოდა ამხანაგობის საქმეებს.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით დიმიტრი მაჭუტაძე იყო თავადი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ორი ახალი პიესა „ცოლ-ქმრობის ყვავილები“ და „შიშს დიდი თვალები აქვს“, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე, რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს კონსტანტინე მუხრანბატონის სახლში მაღაზია „შუამავალი“ გაიხსნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ვახვახიშვილთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის სახელით ივანე მაჩაბლის მეუღლეს, ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისას გაუგზავნა უწყება ბანკის სესხის სასწრაფოდ დაფარვის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, დავით კარიჭაშვილმა, საზოგადოების თავმჯდომარის სახელით სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მოხსენება (N40) გაუგზავნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს სთხოვდა 1896-97 წლების სკოლის ანგარიშის გაგზავნას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს შტაბის შენობაში ივანე ამილხვარის თავმჯდომარეობით გაიმართა სამხედრო დაწესებულების კრება, რომელზეც იმსჯელეს შავი ჭირის შესახებ. კრებას დაესწრნენ ჯარის უფროსი გენერლები, გუბერნატორი და სამხედრო ექიმები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგემ, ივ. ჭეიშვილმა „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ამავე სკოლის ყოფილ მასწავლებელს, ი. გ. ჯუბაბრიას, რომელმაც სკოლას 3 მანეთად ღირებული რუსეთის საფოსტო რუკა შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგემ, ივ. ჭეიშვილმა „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა კ. შ. ჭეიშვილს, რომელმაც ასკანის ორკლასიან სკოლას პატარა სასკოლო ზარი შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 თებერვალს ასკანის ორკლასიანი სკოლის გამგემ, ივ. ჭეიშვილმა „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ეტლია გიორგის ძე დოლიძეს, რომელმაც სკოლას 19 მანეთის ღირებულების 8 გეოგრაფიული რუკა და 2 მანეთი შესწირა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 8 თებერვალი“ სამეურნეო სასწავლებლის დაარსების შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 10 თებერვალი“ („ნუთუ თვალწინ დაგვიდგა დასაწყისი ოსმალეთის დასასრულისა...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი („რუსულ ჟურნალში „Неделя“-ში დაბეჭდილია...“).

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 15 თებერვალი“ ერობისა და საკრებულოს შესახებ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 17 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ საგურამოდან მისწერა მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს და სთხოვა, მისი საწერი მაგიდიდან აეღო ფურცლები წარწერით „ჟურნალ-გაზეთები“ და რედაქციისთვის გადაეცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 18 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გარსევან რატიანს, დავითაშვილს და ჯორჯაძეს ძეგლის ხარჯის გასასტუმრებლად გადასცეს 10 მანეთი, გიორგი ტატიშვილს წინარეხის სკოლისთვის წიგნების დასაკმაზში 1.20 მანეთი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 თებერვალს თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძემ მიიღო თებერვლის ჯამაგირი 30 მანეთი და აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა სოფელ თონეთის სკოლის მასწავლებელ თამარ ჯორჯაძეს, რომ უგზავნის 50 მანეთს თებერვლისა და მარტის ხელფასის ანგარიშში, ხოლო 10 მანეთი მისცეს ქალს, რომელმაც წარმოადგინა ჯორჯაძის წერილი ერთი თუმნის გადაცემის შესახებ. ჯამში მას ექნება მიღებული 60 მანეთი.