ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48618

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 22 მაისს გორის სასამართლომ განიხილა სოფ. ხიდისთავის მცხოვრებთა საჩივარი გრიგოლ ივანეს ძე ერისთავისა და მღვდელ ტერ-სტეფანოვის წინააღმდეგ, რომელთა ინტერესებს სხდომაზე ვექილი კ. ნ. რეიტერი წარმოადგენდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 მაისს ილია ჭავჭავაძემ დას, ელისაბედს, წერილი გაუგზავნა, რომ შემცვლელის დუშეთში ჩასვლის შემდეგ იგი თბილისში ჩავიდოდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 მაისს დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლეს, ილია ჭავჭავაძეს ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ დუშეთის საზოგადოებამ გამოსათხოვარი სადილი გაუმართა. სადილზე პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანმა ილიას დუშეთისთვის გაწეულ სამსახურზე, შრომისმოყვარეობასა და ღირსებებზე ისაუბრა.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 24 მაისს ილია ჭავჭავაძემ დუშეთის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე მის ნაცვლად დანიშნულ ალექსანდრე სავანელს სასამართლო საქმეები გადააბარა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 25 მაისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „რისთვის ვჩხუბობთ“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 25 მაისის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილი გრიგოლ ორბელიანის ლექსების კრებულის გამოცემას აპირებდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 25 მაისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ღოღობერიძემ პეტერბურგიდან ქუთაისში სათავადაზნაურო ბანკის განვითარების ახალი პროექტი ჩამოიტანა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 25 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „რას შეგვმატებს აქციზი“ თამბაქოსა და ალკოჰოლის მწარმოებლებისთვის დაწესებული ახალი საგადასახადო წესების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ივნისის ბოლოს ჟურნალ „კრებულში“ ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობის“ VI-VIII და „აჩრდილის“ XI-XIV თავები დაიბეჭდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის საქმეების მოსაგვარებლად მოსკოვში ჩავიდა და დიდი ბრონის შესახვევის №43-ში დაბინავდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ივნისის შუა რიცხვებში ილია ჭავჭავაძე დიმიტრი ყაზბეგთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის წესდების პროექტის დასამტკიცებლად და საბანკო საქმეში პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი მსურველებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში საადვოკატო მომსახურებას სთავაზობდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის ფელეტონი „ლუი ბლანის აზრი ჯონ სტუარტ მილლიზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „ქუთაისის ბანკი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, სათავადაზნაურო ბანკის მმართველი ილია ჭავჭავაძე და დირექტორი დიმიტრი ყაზბეგი ბანკის ახალი პროექტის შესათანხმებლად პეტერბურგში გაემგზავრნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 24 მაისს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „ქუთაისის ბანკი“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 1-ელ ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის ფელეტონი „ლუი ბლანის აზრი ჯონ სტუარტ მილლზე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დავით მიქელაძის კორესპონდენცია „პარიჟი, 1 ივნისს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „ვლადიკავკაზი, 3 ივნისს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ქიზიყელებისათვის ფულების შემწირველებს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, თბილისის წიგნის მაღაზიებში გრიგოლ ორბელიანის ლექსების ახლად გამოცემული კრებული იყიდებოდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, იესე გურიელმა, ანტონ ჯაყელმა, ვასილ პეტრიაშვილმა, გრიგოლ ჯაყელმა და კონსტანტინე თაყაიშვილმა სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებად სხვადასხვა ოდენობის თანხა გაიღეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 ივნისს ოზურგეთის თეატრმა აკაკი წერეთლის პიესა „ადვოკატის დილა“ წარმოადგინა, რომელშიც ნიკოლოზ მამულაიშვილი და მოყვარული მსახიობი უხოვი მონაწილეობდნენ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ჯამლეთ კარტოზიამ, დიმიტრი ჯოჯუამ, პავლე დავითაიამ, ჯათუ ხუბუამ, პეტრე ჩილაჩავამ, კაცია რონიშვილმა, სვიმონ დვალიშვილმა და ივანე ქირიამ ზუგდიდიდან დასახმარებლად ათ-ათი შაური შესწირეს.