ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე განიხილეს 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების დადგენილება, საზოგადოების მდივან დავით კარიჭაშვილისა და თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის მოემატებინათ ხელფასი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მდივანს 10 თუმნით, ხოლო მაღაზიის გამგეს 6 თუმნით გაუზრდიდა ხელფასს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ვეღარ უმკლავდება მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას და ესაჭიროება დამხმარე პირი, რომელსაც თავისი ხელფასიდან თავად გადაუხდის 20 თუმანს. გამგეობამ მდივანს დამხმარე პირის აყვანის თაობაზე თანხმობა განუცხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგი იოსელიანმა, რომ გამოეცათ მის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსანი“, რომლისთვისაც დაამზადა 8 კლიშე. მან გამგეობას წაუყენა ორი პირობა: კლიშეების საფასური უნდა გადაეცათ იმ თვეშივე და როცა საზოგადოება თავის დანახარჯს შეივსებდა, ამის შემდეგ გაყიდული წიგნების საფასური ორ ნაწილად უნდ აგაეოთ. გამგეობამ დაადგინა, რომ წინასწარ მისცემდნენ იოსელიანს 5 თუმანს, შემდეგ კი გადაწყვეტდნენ, რა სახით და რა რაოდენობით დაბეჭდავდნენ „ვეფხისტყაოსანს“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 7 ოქტომბერს ქართულ თეატრში უნდა დაედგათ „აი გიდი მეგობრებო!!”, რომელშიც ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა იღებდა მონაწილეობას.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სკოლის მასწავლებელი დარახველიძე სამეგრელოდან ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ ოყურეშში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილი საქართველოს საეკლესიოს ნაშთთა საცავისთვის თავის მიერ მოგროვილი საეკლესიო-არქეოლოგიური ნივთების მთლიანად გადაცემას აპირებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ-ვოლინსკის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკიფორე მამინაიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში ისევ ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 ოქტომბერს სათავადაზნაურო თეატრში პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა. დაიდგა სპექტაკლი „აი გიდი მეგობრებო“, რომელიც ფრანგულიდან კოტე ბაქრაძემ თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ოქტომბერს ი. დ. უთნელიშვილის მეგობრები და ნათესავები მისთვის გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობას გეგმავდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე მოხსენება გააკეთა მდივანმა დავით კარიჭაშვილმა, რომ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში უნდა მისცენ 86 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი არისტოტელე ქუთათელაძე თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის ტაძრის მღვდელი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი ა. გძელიშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი ა. ნატროშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ წიგნების მაღაზიებში მალე გასაყიდად უნდა გამოსულიყო წიგნი „იტალიელები“, რომელიც ზაქარია ედილაშვილმა თარგმნა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ექვთიმე კაჭახიძე სასულიერო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ყაზანის სასულიერი აკადემიის სტუდენტი ექვთიმე კაჭახიძე ამავე აკადემიაში დავითის სახელით ბერად აღიკვეცა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ დიმიტრი მაჩხანელის ლექსების კრებული გამოიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა მოთხრობა „ქალ-ვაჟიანი”.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოემბერში ქალაქის საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ეწურებოდა და ახალი მდივანი უნდა აერჩიათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ი. ა. ზვერიოვი და ა. ა. ზვერიოვისა მოსწავლეებს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს დიდების ტაძარში უნდა გამოეფინათ ალექსეი ეისნერის ნახატები. მხატვარმა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის და ნიკოლოს ზებედეს ძე ცხვედაძის პორტრეტები დახატა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ვაყაში ახალი სკოლა აკურთხეს, რომელიც კონსტანტინე რეიტერის მეოხებით დაარსდა.