ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე წარმოადგინეს ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ შედგენილი ინსტრუქცია სკოლების მართვის შესახებ, რომელიც საზოგადოებამ გადასაწერად და დასამტკიცებლად მმართველობას გადასცა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ მოხსენება გააკეთა კავკავის სკოლის მართვის ინსტრუქციის შესახებ, რომელიც ამავე სკოლის სამზრუნველომ შეადგინა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების სკოლების საოჯახო კომიტეტების ინსტრუქცია, რომელიც შეადგინა ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გადასცეს 16 მან., დიასამიძეს – 25, ანასტასია წერეთელს კი – 6 მან. ასევე გაიცა თანხა სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, მაგ.: მ. შურღაიასთან წიგნების გასაგზავნი – 26 კ., არ. კალანდაძესთან – 26 კ., ილია იმერლიშვილთან – 47 კ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 2 მან., კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1 მან. და ალ. არაბიძესთან – 62 კაპ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ვლადიმერ ლესევიჩმა თედო სახოკიას ისეთი მეგრული ზღაპრის მოძებნა და მიწოდება სთხოვა, რომელშიც ვხვდებით ე. წ. „დამცირების გმირს“. ლესევიჩს სურდა, მსგავსი ზღაპარი ინგლისელ ფოლკლორისტთა გამოცემაში ინგლისურ ენაზე დაებეჭდათ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილის გაგრძელება სათაურით „ტფილისი, 6 ნოემბერი“ („რომ უკეთესად შევიგნოთ, ვინ რას ეძებს აღმოსავლეთის საქმეში...“).

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა კონსტატინე ნიკოლოზის ძე რეიტერი ქალაქის საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ქალაქის მოურავი ვერ შეძლებდა თავმჯდომარეობას.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ აკაკი წერეთლის პოემა „ნათელა“ კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა პიესად გადააკეთა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბერს თბილისის რკინიგზის ტექნიკურ სასწავლებელში წლიური აქტი გაიმართა, რომელსაც ფრეზე, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი და სხვა გამოჩენილი ფიგურები დაესწრნენ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა მოწინავე წერილის დასასრული სათაურით „ტფილისი, 8 ნოემბერი“ („თუ ინგლისის გაბატონება ეგვიპტეში...“).

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მელიტონ კელენჯერიძეს თერჯოლაში სკოლის დაარსებას სთხოვდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 118 მან., ანტონ გოგიაშვილს – 1 მან., ახალციხის ბიბლიოთეკას – 3 მან., უდის ბიბლიოთეკას – 4 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 7 მან. და ი. დიასამიძეს – 6 მან.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა. სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ წარმოადგინა მის მიერ შედგენილი ინსტრუქცია კავკავის სკოლის მართვის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე დაადგინეს, რომ ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების ანგარიშში გადაეცათ 173 მანეთი და გადაეხადათ ქირა, 204 მანეთი, კანცელარიისთვის, წიგნის მაღაზიისა და ბიბლიოთეკისთვის.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე განიხილეს ინსტრუქცია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მართვის შესახებ, რომელიც გამგეობამ გაუგზავნა ქუთაისისა და სენაკის სკოლებს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს თონეთის სკოლის პედაგოგ თამარ ჯორჯაძის თხოვნა სხვადასხვა საბავშვო საკითხავი წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თ. ჯორჯაძეს გაუგზავნა წიგნები.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 ნოემბერს გამართულ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე ხეთის სკოლის პედაგოგმა ესტატე შუშანიამ გამგეობას თხოვნით მიმართა, სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო წიგნები და ნივთები. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის სკოლის პედაგოგ თედო რაზიკაშვილის თხოვნა სკოლისთვის 3 მანეთის ღირებულების ღუმლის შეძენის შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა თ. რაზიკაშვილის თხოვნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 11 ნოემბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე სიმონ გრიაზნოვმა გამგეობას მიმართა თხოვნით, დაებეჭდათ მის მიერ თარგმნილი წიგნი „ხე და მისი ცხოვრება“. საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ გამგეობას უნდა დაეწყო სამზადისი დეკემბერში სალიტერატურო სალამის გამართვასთან დაკავშირებით. გამგეობამ კონცერტის ორგანიზება ოლღა ჭავჭავაძეს დაავალა.