ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46536

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ივანე მოსეს ძე ახვლედიანი, ალექსანდრე ვასილის ძე ახვლედიანი, დავით და ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანები, ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი და მინადორა სოლომონის ასული ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ ჯანაშიას გარდაცვალების შემდეგ მის ოჯახს 600 მანეთი გადასცეს, მის ვაჟს, სიმონ ჯანაშიას, კი სახელმწიფო უნივერსიტეტში ასმანეთიანი სტიპენდია დაუნიშნეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 მაისს იოსებ იულონის ძე დადიანის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: წინა წლის ანგარიში, სარევიზიო კომისიის ანგარიში და ქართული სამკითხველოს, სკოლის გარეშე დაარსების საკითხი.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის (ქუთაისის მაზრა) განყოფილების დასაარსებლად წინასწარი კრება გაიმართა. კრებას საზოგადოების წევრობის მსურველი 30 პირი ესწრებოდა. კრებას ევსევი ლუკას ძე ავალიანი თავმჯდომარეობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის დაწყებით სკოლაში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობასთან, რომელსაც თავმჯდომარეობდა იოსებ იულონის ძე დადიანი, არსებობდა სასკოლო კომისია, დრამატული კომიტეტი, სამშენებლო ბიურო, კარგად მოწყობილი სკოლა და ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის 10 მაისს ბიქტორ სპირიდონის ძე აბრამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების ხაზინადარი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ხუთი სტიპენდია თავისუფალი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ გასაყიდად გამზადებული ძველი ნივთების ღირებულება 450 მანეთამდე იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ნაკაშიძის მოხსენება გურიანთის სკოლისთვის ნაანდერძევი ფულის შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 27 ივლისს გიორგი თადეოზის ძე ნამიჭეიშვილი და ბესარიონ ივანეს ძე ნადირაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების წევრები გახდნენ.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის საქართველოს კალენდარში თედო სახოკიას ავტორობით გამოქვეყნდა კახური ლეგენდა „გმირი დედა“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს მელქისედეკ პავლეს ძე ხელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების თავმჯდომარე გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს ბაგრატ ფილიპეს ძე კალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების ხაზინადარი გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 29 ივლისს სიმონ პარმენის ძე ნიკოლაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილების მდივანი გახდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის საქართველოს კალენდარში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პორტრეტი დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სტიპენდიების განაწილება საადმინისტრაციო სექციას დაავალეს.