ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50524

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 7 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სკოლის მასწავლებელი დარახველიძე სამეგრელოდან ლეჩხუმის მაზრაში, სოფელ ოყურეშში გადაიყვანეს.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილი საქართველოს საეკლესიოს ნაშთთა საცავისთვის თავის მიერ მოგროვილი საეკლესიო-არქეოლოგიური ნივთების მთლიანად გადაცემას აპირებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 8 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ვლადიმერ-ვოლინსკის მართლმადიდებელთა სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწე ნიკიფორე მამინაიშვილი თბილისის სასულიერო აკადემიაში ისევ ინსპექტორის თანაშემწის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 8 ოქტომბერს სათავადაზნაურო თეატრში პირველი ქართული წარმოდგენა გაიმართა. დაიდგა სპექტაკლი „აი გიდი მეგობრებო“, რომელიც ფრანგულიდან კოტე ბაქრაძემ თარგმნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 ოქტომბერს ი. დ. უთნელიშვილის მეგობრები და ნათესავები მისთვის გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობას გეგმავდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე მოხსენება გააკეთა მდივანმა დავით კარიჭაშვილმა, რომ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში უნდა მისცენ 86 მანეთი, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი არისტოტელე ქუთათელაძე თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ სიონის ტაძრის მღვდელი გრიგოლ ალექსის ძე ტყემალაძე თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი ა. გძელიშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი ა. ნატროშვილი თბილისის საეკლესიო ნაშთის საცავის წევრად დაინიშნა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ წიგნების მაღაზიებში მალე გასაყიდად უნდა გამოსულიყო წიგნი „იტალიელები“, რომელიც ზაქარია ედილაშვილმა თარგმნა.

1897

ტიპი: განათლება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ექვთიმე კაჭახიძე სასულიერო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ყაზანის სასულიერი აკადემიის სტუდენტი ექვთიმე კაჭახიძე ამავე აკადემიაში დავითის სახელით ბერად აღიკვეცა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 9 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კონსტანტინე ივანეს ძე მუხრანბატონი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად დაამტკიცეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 10 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ დიმიტრი მაჩხანელის ლექსების კრებული გამოიცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა მოთხრობა „ქალ-ვაჟიანი”.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ნოემბერში ქალაქის საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ეწურებოდა და ახალი მდივანი უნდა აერჩიათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე ი. ა. ზვერიოვი და ა. ა. ზვერიოვისა მოსწავლეებს მისაღები გამოცდებისთვის ამზადებდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს დიდების ტაძარში უნდა გამოეფინათ ალექსეი ეისნერის ნახატები. მხატვარმა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის და ნიკოლოს ზებედეს ძე ცხვედაძის პორტრეტები დახატა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს სოფელ ვაყაში ახალი სკოლა აკურთხეს, რომელიც კონსტანტინე რეიტერის მეოხებით დაარსდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს გურიაში, დაბა ხიდისთავში, ხიდისთავის უფასო სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დასახმარებლად ვალერიან გუნიას დრამა „და-ძმა” დაიდგა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ შავიზღვისპირელის ფსევდონიმით დაიბეჭდა თედო სახოკიას წერილი რედაქციისადმი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 12 ოქტომბრის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ქართულ თეატრში შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მიწვეული იყვნენ არტისტები: ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გამყრელიძისა, საყვარელიძე და რჩეულოვისა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 12 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ შავიზღვისპირელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა თედო სახოკიას შეკითხვა რედაქციისადმი, რატომ აღარაფერი იწერებოდა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს გადახდის შესახებ.