რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება თარიღი მზარდობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დოპარტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობამ, რომ გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები უსასყიდლოდ, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის თებერვალში გრიგოლ გოლიცინის პეტერბურგში გამგზავრების გამო კავკასიის მთავარმართებლის მოვალეობას ალექსანდრე ფრეზე ასრულებდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იავადმყოფა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 8 თებერვალს თბილისის საბჭოს კომისიის სხდომაზე ა. ა. ივანენკომ და ნიკოლოზ არღუთინსკი-დოლგორუკოვმა დამსწრეებს აუწყეს, რომ თბილისში პოლიტექნიკუმის დაარსების შესახებ მთავრობას მიმართეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე ანასტასია წერეთლისას სურათების ანგარიშში გადასცეს 6 მან., როდონოვის ქვრივს – 2 მან., გ. კოტეტიშვილს წინარეხის სკოლისთვის – 2 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 8 მან., ასევე გასცეს იაკობ გოგებაშვილის სახელით მღვდელ ბესარიონ ფირცხალავასთან წიგნების გასაგზავნი – 1 მან., ვასილ ბეჟანიშვილთან – 1 მან., ანასტასია ხოშტარიასთან – 38 კაპ. და ა. შ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა, ანასტასია წერეთლისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მიეცათ თებერვლის ჯამაგირი. გამგეობამ თანხმობა განაცხადა, თან გააფრთხილა, რომ თუ სკოლაში დროულად არ გამოცხადდებოდა მოვალეობის შესასრულებლად, სამსახურიდან დაითხოვდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძემ თხოვნით მიმართა გამგეობას, დახმარებოდნენ რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. გამგეობამ განაცხადა, რომ ხმათა უმრავლესობით განსვენებული ჩუბინაშვილის ლექსიკონი უცვლელად დაიბეჭდებოდა, ამ გადაწყვეტილების თანახმად ყიფშიძეს უარი განუცხადეს ჩუბინაშვილის ლექსიკონის გადაკეთებაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის 1897 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკის გასული წლის შემოსავალ-გასავლის და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა იმ წლის შემოსავალ-გასავლისა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე ადამ ბერელაშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 5.5 მანეთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ალექსანდრე ჭყონიამ, რომ გამგეობამ მიანდოს თავმჯდომარეს გამოითხოვოს მთავრობისგან ნებართვა ლატარიის გამართვისათვის საზოგადოების სასარგებლოდ. გამგეობამ განაცხადა, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვდნენ ეშუამდგომლა გუბერნატორთან.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ 26 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლიდან გამგეობას ჯერ კიდევ არ მიუღია დარჩენილი 150 მანეთი რის გამოც დაგვიანდა ანგარიშის დაბეჭდვა. გამგეობამ განაცხადა, რომ გადაედოთ ანგარიშის გამოცხადება.