ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ ვასილ მაჩაბელს პეტერბურგში მისწერა, რომ საბანკო საქმის შესასწავლად რუსულ ბანკებთან მოლაპარაკების იმედი გაუჩნდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 22 აგვისტოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაში შევიდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვის ბანკში დასაშვებად ვასილ მაჩაბლისა და სანდრო ერისთავის გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილები მიიღო.

1873

ტიპი: ავტორობა

1773 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „გაკვრა-გამოკვრა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ვლადიმერ მიქელაძის კორესპონდენცია „ქ. ქუთაისი, 7 აგვისტო“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 30 აგვისტოს მოსკოვში მყოფი ილია ჭავჭავაძე გენერალ-ადიუტანტმა ივანე დავითის ძე ლაზარევმა სტუმრად მიიწვია.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 31 აგვისტოს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან ბაქოში ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ უკვე დაიწყო საბანკო საქმის შესწავლა, ყოველ დღე, დილიდან ოთხ საათამდე, მოსკოვის საკრედიტო საზოგადოებაშია და საქმის ნახევარი უკვე შეისწავლა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ვასილ რცხილაძის კორესპონდენცია „დ. ყვირილა, 22 აგვისტო“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „ქუთაისის ბანკის საქმე“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „შესანიშნავი შემთხვევა ჯანაბეთში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები, ქუთაისი, 27 აგვისტოს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის პირველ სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მოსკოვიდან პეტერბურგში ვასილ მაჩაბელს მისწერა, გაერკვია, მისცემდა თუ არა პეტერბურგის სამიწათმოქმედო კრედიტის საზოგადოება საბანკო საქმის შესასწავლად კონსულტაციების გავლის უფლებას.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის სექტემბერში ი. მელიქიშვილმა და ექვთიმე ხელაძემ რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შეკრებილი „გლეხური სიმღერები, ლექსები და ანდაზები“ წიგნად გამოსცეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის სექტემბერში პეტერბურგში მყოფი ილია ჭავჭავაძე სტუმრად დადიოდა დავით ჩუბინაშვილთან, ბარბარე ბაგრატიონთან, ივანე ორბელიანთანა და ვლადიმერ ამილახვართან.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის სექტემბერში სერგეი მესხმა ჟენევაში მყოფი საცოლის, ეკატერინე მელიქიშვილისგან პარიზში მიიღო წერილი, რომელშიც მან„გლახის ნაამბობს“ წარუმატებელი უწოდა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის სექტემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გიორგი შერვაშიძე გაიცნო.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის სექტემბრიდან სოფრომ მგალობლიშვილმა გორის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობა დაიწყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმის შესასწავლად მოსკოვიდან პეტერბურგში ჩავიდა და ქარავნის ქუჩის №18-ში, ბინა №7-ში, დაბინავდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 7 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნესტორ თავდგირიძის ავტორობით გარდაცვლილი სტუდენტის, ნიკოლოზ ზედგინიძის ნეკროლოგი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ავეტ. ახვერდოვმა ახალციხის ქალთა სასწავლებელს 200 მანეთი შესწირა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „გაკვრა-გამოკვრა“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „ჯანდაბა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბრის „დროების“ ცნობით, რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილი ანდაზების კრებული ექვთიმე ხელაძის წიგნის მაღაზიაში ერთ შაურად იყიდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ივანე შარაშიძის კორესპონდენცია „ოზურგეთი, 10 სექტემბერი“ ქალთა უფასო სკოლების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ვასილ რცხილაძის კორესპონდენცია „დ. ყვირილა, 7 სექტემბერი“ საეკლესიო გლეხების ბეგრისაგან გათავისუფლების შესახებ.