ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47933

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების 1-ლი ოქტმბრიდან 26 ოქტომბრამდე მიღებული შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას საობლო სასამართლომ წერილით აცნობა, რომ როინაშვილის ქონების ოპეკუნს დავალებული ჰქონდა საზოგადოებისთვის გადაეცა ნაანდერძევი ქონება. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძეს დაავალა ქონება ჩაებარებინა და შემოწმების შემდეგ გადაეცა დავით კარიჭაშვილისთვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი აგლაძემ სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო წიგნები, სურათები და ნივთები. გამგეობამ თონეთის სკოლას სურათების გარდა ყველა საჭირო ნივთი გაუგზავნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს წერილი, რომ პირველ ნოემბერს გაიმართებოდა კავკავის სკოლის ეკლესიის კურთხევა, რომელსაც სასურველი იქნებოდა დასწრებოდა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების ვერცერთი წევრი ვერ შეძლებდა ღონისძიებაზე დასწრებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო მაქსიმე შარაძის სტამბაში, მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე გამგეობამ ივანე რატიშვილს გადასცა 7 მან. წინარეხში წასასვლელად გრიგოლ ტატიშვილს – 7,04 მან., ზაქარია გრიქუროვს – 156 მან., ასევე წინარეხის სკოლისთვის იყიდეს საათი 5 მანეთად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთა წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიამ, რომ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ნათარგმნი იყო სიმონ გრიაზნოვის მიერ, არ იყო სრულფასოვნად და გასაგებად თარგმნილი, ამიტომ მათი აზრით, ასეთი წიგნის დაბეჭდვა მიუღებელი იყო. გამგეობამ კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და თარგმანი არ დაბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბერს თბილისის გამგეობამ ეგზარქოს ფლაბიანეს წმინდა ნიკოლოზის ტაძართან, ვერის სასაფლაოს მახლობლად, საზოგადო ბაღის გაშენების ნებართვა სთხოვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 ოქტომბერს ლუარსაბ ყრუაშვილი ფოთის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 27 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძე ფოთის მოურავის თანამდებობაზე აირჩიეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 3000 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 1000 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექვთიმე ხელაძემ გამოსცა რუსი პოეტის, სიმიონ ნადსონის კრებული „იუდა“, რომელიც ქართულად ილია ფერაძემ თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს განკარგულებით თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელთან ერთკლასიანი სამაგალითო სამრევლო სკოლა დაარსდა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გარდაცვლილმა ილია დავითის ძე ხერხეულიძემ სათავადაზნაურო სკოლის ორ მოწაფეს 5000 მანეთი უანდერძა, რომელიც მათ სწავლა-განათლებას უნდა მოხმარებოდა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუელში დაჭრილი ილია დავითის ძე ხერხეულიძე, რომელსაც ექიმებმა დაზიანებული ფეხი მოკვეთეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზოია ცელიარიცკიმ მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს სამაჯური შესწირა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მასწავლებელ ნიკოლოზ ბერიძის სამადლობელი წერილი ვ. ბ. გეთიასადმი, რომელმაც სოფელ ზანას სკოლას თანხა შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ვიცე-გუბერნატორმა სტეფანოვიჩმა ექიმ ტიტე სვიმონის ძე ქიქოძეს ქალაქის სასანიტარო-სამკურნალო განყოფილების რევიზია დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა მცხეთის ტაძარს 1000 მანეთი შესწირა, რომელიც აღდგენითი სამუშაოებისათვის იყო გამიზნული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 28 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ ყიფიანს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ახალი, ილუსტრირებული წიგნის გამოცემა ჰქონდა განზრახული, რომელიც 40 კაპიკზე მეტი არ ეღირებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ხორშელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სპირიდონ ნორაკიძის წერილი ოჩამჩირესა და ტყვარჩელში აღმოჩენილი მადნეულის საბადოების შესახებ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების: ბართლომე ჩხარტიშვილის, მზრუნველ ბედია კომახიძისა და პედაგოგ აპოლონ წულაძის ერთობლივი სამადლობელი წერილი სოლომონ ქარცივაძისადმი, რომელმაც სკოლას ხუთი რვეული გადასცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ წინამძღვრიანთკარის სასულიერო სკოლის დამფუძნებლების – ბართლომე ჩხარტიშვილის, ბედია კომახიძისა და აპოლონ წულაძის – ერთობლივი სამადლობელი წერილი კალისტრატე ხომერიკისადმი, რომელმაც სკოლას კარადა გადასცა.