ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ისაკ კიზირია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კონდრატე ინასარიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კაცია მაღნარაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ევგენი გაბელია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელენე გაბუნია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიხელ ბესარიონის ძე ესაკია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. ცალქალამანიძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, იასონ ჩხარტიშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქალაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბიბლიოთეკის გამგე კომისიის წევრებს გომარეთის ეკლესიიდან ჩამოტანილი ქვების დაცვაზე აზრის გამოთქმა სთხოვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრიდან 1902 წლის პირველ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი თიანეთის ორკლასიან სამრევლო სასწავლებელში მუშაობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრიდან 1919 წლის პირველ სექტემბრამდე დომენტი ოყროშიძე ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიის პედაგოგად მუშაობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის სექტემბერში ელენე ჯინოშვილისამ ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობა მოაწყო.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის პირველი სექტემბრიდან დაბა ხონის ელენე ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა ოთხკლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდა. განკარგულება კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა გასცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლოღაშვილი სტომატოლოგი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თედო სახოკიამ დანიელ მორდოვცევის ისტორიული რომანი ჟურნალ „მოამბეში“ დასაბეჭდად თარგმნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე როინაშვილმა დუშეთის სამკითხველოს წიგნები უანდერძა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იაკობ გალპერინმა ფ. ივანიდისისა და გიორგი გვალიას მიერ სოფელ ოქუმში აღმოჩენილი ტყვია-ვერცხლი იყიდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმის მკვიდრი გიორგი გვალია ვაჭარი იყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის სექტემბერში დავით დოდაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ ყულაბით შეგროვილი თანხა გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის სექტემბერში პეტრე ნაცვლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ყულაბით შეგროვებული ფული გადასცა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის სექტემბერში სოლომონ დოლიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მის მიერ ყულაბით შეგროვილი 24 მანეთი გადასცა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 1-ელ სექტემბერს სოფელ ვეჯინში სკოლის დასახმარებლად ორი წარმოდგენა დაიდგა: ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“ და ვალერიან გუნიას „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აღათი შარვაშიძემ ეგზარქოს ფლაბიანე გოროდეცკის სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის ქართულად აღასრულება სთხოვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შიო არაგვისპირელი ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ ახალ დრამას წერდა.