ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49996

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 26 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „დასაწყისი დასასრულისა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ალექსანდრე ერისთავისგან ფული ისესხა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ნოემბრის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ და ივანე მაჩაბელმა პეტერბურგში შექსპირის „მეფე ლირის“ მეორე მოქმედების თარგმნა დაასრულეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის (ფსევდონიმით – ქიზიყელი) ლექსები: „ჩიტი“, „გაზაფხული“, „არაგვი“, ასევე „აჩრდილის“ V თავი და ნაწყვეტი პოემიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 ნოემბრის „დროების“ ცნობით, თბილისის, გორის და ქუთაისის წიგნის მაღაზიებში იოსებ ბაქრაძის მიერ თარგმნილი ვიტორიო ალფიერის ტრაგედიების კრებული იყიდებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 2 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თბილისი, 1 ნოემბერს“ ქალაქის წყალმომარაგებისა და გაზიფიცირების საკითხებზე.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 9 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ XX-ის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის რეცენზია ნიკო ნიკოლაძის მიერ ალმანახ „კრებულში“ გამოქვეყნებულ თხზულებაზე „სხვათა-შორის“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „მშვიდობით, მშვიდობით!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თფილისი, 15 ნოემბერს 1873“ გამოქვეყნდა აბაშიძეების ოჯახის მიერ კაცხის მონასტრისთვის ყმად შეწირული გლეხების შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძემ ახალი ბიბლიოთეკა დააარსა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ნოემბერს პეტერბურგში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ძალიან წუხდა ცხენების მოპარვის გამო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს პეტერბურგიდან შეატყობინა, რომ თბილისის ბანკის წესდება 1-ელ იანვრამდე წარედგინებოდა სახელმწიფო საბჭოს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთლის წერილი „შიკრიკი“ გამოქვეყნდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის კლიმატური და აგრარული თავისებურებების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის უსათაურო ფელეტონი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კრიტიკული შენიშვნები იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ მესამე გამოცემის ნაკლოვანებების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის ფელეტონი „კაი გამარჯვება“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის დეკემბრის დასაწყისში ოლღა გურამიშვილი ბაქოდან კარდანახში ჩავიდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძის ოჯახში საჯაროდ წაიკითხა თავისი და ივანე მაჩაბლის ნათარგმნი „მეფე ლირი“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის დეკემბერში რევაზ ანდრონიკაშვილმა ილია ჭავჭავაძეს პეტრბურგში დეპეშით შეატყობინა, რომ ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა მას ფული და წერილი გაუგზავნა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ზამთარში იაკობ ფანცხავას დედა, მაკრინე ქართულ ენას ასწავლიდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ზამთარში იაკობ ფანცხავას დედამ, მაკრინემ მას თვლა შეასწავლა.

1873

ტიპი: ნასამართლეობა

1873 წლის 6 დეკემბერს დავით კეზელმა, ალექსანდრე მაჭარაშვილმა და სტეფანე ჭრელაშვილმა, რომლებიც მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საკადრისად არ მიესალმნენ, განაჩენის გამოტანამდე 3 თვე მეტეხის ციხეში გაატარეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 6 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვს ალექსანდროვის ბაღში შეხვდნენ სემინარიის სტუდენტები – დავით კეზელი, ალექსანდრე მაჭარაშვილი და სტეფანე ჭრელაშვილი, რომლებმაც მისალმებისას ქუდი არ მოიხადეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 7 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ხონელი მებუკის ფსევდონიმით ილია ბახტაძის ფელეტონი „ნამდვილი კინკლაობა ჯანდაბეთში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 7 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „აღივსო საწყაული!“ გამოქვეყნდა.