ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48668

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნავთლუღის სკოლის მასწავლებლების მარიამ ჯარიაშვილისა და სოფიო ჩიტაძის თხოვნა, ტრამვაის ტარიფის გადიდების გამო (დღეში 8 მანეთი ეხარჯებათ) მიეცეთ მათ დამატებითი ჯამაგირი საგზაო ხარჯების დასაფარად, თითოს თვეში 192 მანეთი. სასკოლო სექციამ დაადგინა, დაკმაყოფილებულიყო მათი მოთხოვნა. გამგეობამ მხედველობაში მიიღო სიძვირის პირობები და მასწავლებლებს დახმარებად მისცა 384 მანეთი, ორივეს თანასწორად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ქართველიშვილის თხოვნა ჩუმლაყის სახალხო ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. სექციამ და გამგეობამ დაადგინა, ჩუმლაყის ბიბლიოთეკისთვის 60 მანეთის წიგნები გადაეცათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ იორ. ძე ქამუშაძე 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს სოფელ შრომის სკოლის გამგე იოსებ ჩხატარაიშვილის მოხსენება 1-ლი აპრილიდან გრიგოლ ჩიქვინიძის სამსახურიდან წასვლის შესახებ. სხდომის დადგენილებით, მისი წასვლის შემდეგ შემცვლელს არ დანიშნავდნენ, ვინაიდან სკოლა ერობას უნდა ჩაბარებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული მიხეილ ფარნაოზის ძე ჩიტაია 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის და თევდორე კიკვაძის მოხსენებები „ბუნების კარის“ შესწორების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ამ საქმის მოგვარება სასკოლო კომისიას მიენდო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სიმონ იაკობის ძე მატკავა 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქუთაისის ეპარქიული გიმნაზიის კურსდამთავრებული ალექსანდრა გრიგოლის ასული ჯაში 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სოხუმის რეალური სასწავლებლის კურსდამთავრებული ივანე ანტონის ძე კიზირია 1917 წელს დაარსებული სუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მატრონე ჩაჩავა 1917 წელს დაარსებული ხუჯუნის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ხელგარჯილობის პედაგოგად მუშაობდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ნიკოლოზ იოსელიანის თხოვნა, აღიძრას შუამდგომლობა, რათა ავადმყოფი საზოგადო მოღვაწე გიორგი იოსელიანი (წყალტუბელი) მოეთავსებინათ მიხეილის საავადმყოფოში. გამგეობა დაეთანხმა ამ თხოვნას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მიხეილ პეტრეს ძე ლაბარტყავა მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნოე ქუთათელაძე – უმაღლესი განათლებით, მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სემინარიადამთავრებული ფარულავა მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სოფიო ქავთარაძე მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნოე ლუკას ძე ქუთათელაძე მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართული გიმნაზიის კურსდამთავრებული მარია მაქსიმეს ასული გეგეშიძე მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს აქვსენტი გაწერელია მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართული გიმნზიის კურსდამთავრებული ნადეჟდა ახვლედიანი მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართული გიმნაზიის კურსდამთავრებული აკაკი მათეს ძე გამისონია მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მოსკოვის უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებლის კურსდამთავრებული მატრონა თეოდორეს ასული ქავთარაძე მარტვილის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი 10 წლის მუშაობამ ახლოს გააცნო ყოფილი „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების მდგომარეობა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ყოფილი „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების მდგომარეობა მრავალი ქართველი მეცნიერის აზრით არადამაკმაყოფილებელი იყო და საჭიროებდა სასწრაფო ზომების მიღებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებული მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი 1916 წელს დაარსებული ახალი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტროგრადის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვერა ისიდორეს ასული ცომაია 1916 წელს დაარსებული ახალი სენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.