რეგისტრირებული ფაქტები46632
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილისთვის ხელფასის – 30 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 თებერვლის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ზაქარია გრიქუროვისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 92. 75 მანეთი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის თებერვალში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა 10 თებერვლის პედაგოგიური საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც მოსწავლეთაგან გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვისთვის უნდა დაწესებულიყო ცალკე ბლანკები და მასწავლებელთა გაცდენებისათვის ცალკე დავთარი, რომელიც უნდა ეწარმოებინა მორიგე მასწავლებელს.
1899
ტიპი: ღონისძიება
კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის ცნობით, 10 თებერვალს კავკავის სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ დაადგინა, მოსწავლეთაგან გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვისთვის შემოეღოთ ცალკე ბლანკები და მასწავლებელთა გაცდენების ჩასაწერად ცალკე დავთარი, რომელიც უნდა ჩაეწერა მორიგე მასწავლებელს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის 15 თებერვლიდან ანტონ დავითის ძე თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა წინარეხის სკოლის მასწავლებლად, მაგრამ მუშაობა დაიწყო 4 თებერვლიდან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორის თხოვნა, რომ გამგეობას 20 ცალი „დედაენა“ და 40 რვეული გაეგზავნა ახალციხის მაზრის სოფლების – აწყურის, ძველის, მუქახის, ტოლუშის და კობაშენის – სკოლებისთვის. წიგნებისა და რვეულების საერთო ღირებულება შეადგენდა 40 მანეთს. ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილისგან მიღებული ფულის ანგარიში, რომლის დაბეჭდვასაც ის ითხოვდა საზოგადოების წლიურ ანგარიშში. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მოსწავლეთა თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა მათთვის ისტორიის წიგნები და რვეულები. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მოსწავლეთა თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა მათთვის ისტორიის წიგნები და რვეულები. ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის, წინარეხისა და გომარეთის სკოლების მასწავლებლებისგან გამოგზავნილი ცნობები საზოგადოების წლიური ანგარიშისთვის. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანა ივანეს ასული ჯმუხაძის მიერ წარმოდგენილ ყულაბა N78-ში აღმოჩნდა 11 მან. 86 კაპ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ანა ივანეს ასული ჯმუხაძის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N78.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებელ ისიდორე რამიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა წიგნები, რომლებიც აკლდა. თხოვნას თანდართული ჰქონდა ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების სია. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება იმის შესახებ, რომ წინარეხის სკოლის მასწავლებელი ხაზინიდან ხელფასს დროულად ვერ ღებულობდა და გამგეობიდან მიეცათ იმ პირობით, რომ ხელფასის აღებისას დაუბრუნებდა საზოგადოებას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხარჯთაღრიცხვა სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხისთვის, სულ 150 მანეთისა და 13 კაპიკის ოდენობით. ოქმს ხელს აწერენ: ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება წინარეხის მაწავლებლისთვის ხელფასის ხაზინიდან მიცემის შესახებ შემდეგი სხდომისთვის გადადო. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანგარიში, რომ წინარეხის სკოლის ახლად დანიშნულ მასწავლებელს, ანტონ თოიძეს გადაეცა საგზაო ფული – 6 მან. 10 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანგარიში, რომ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძეს წინარეხის სკოლის შენობისთვის გადაეცა 10 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ჯანაშვილმა წინარეხის სკოლას 37 მანეთი გადასცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანგარიში მიხეილ ჯანაშვილისთვის წინარეხის სკოლის სარემონტო თანხის, 40 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საგანგებო კრებაში, რომელმაც განიხილა ამიერკავკასიაში ერობის შემოღების საკითხი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძე ამიერკავკასიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობის ტექსტის შემმუშავებელ კომისიაში აირჩიეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის ერთობლივ სხდომაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, გამგეობის მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ალექსანდრე ჭყონია და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდნენ ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე ჭყონია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1898 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. ბიბლიოთეკას 1898 წლის 1-ლ იანვარს ჰქონდა 136 მან. 24 კაპ., შემოსავალი იყო 1 218 მან. 24 კაპ., გასავალი – 207 მან. 20 კაპ., ანგარიშში ნაშთი ნაჩვენები ჰქონდა 311 მან. 04 კაპ., რომელიც იმ შემთხვევაში გამოვიდოდა, წინა წლიდან რომ არ დარჩენოდა ნაშთი. 1899 წლის 1-ლი იანვრისთვის ნაშთი უნდა ყოფილიყო 447 მან. 28 კაპ. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკის გამგეს აეხსნა აღნიშნული გარემოება. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.