ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46638

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის განთლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, უკვე არსებული 5 საოსტატო სემინარია და ერთი სამასწავლებლო სკოლა ახალი ეროვნული პროგრამის სასწავლებლად 150 მასწავლებელს მოამზადებდა, ხოლო 450 მასწავლებელი მომზადებას თელავში, სიღნაღში, გორში, შოროპანში,ზუგდიდში, სენკში, ლეჩხუმში, ბორჩალოში, აფხაზეთში, სამურზაყანოსა და თბილისში გახსნილ სამასწავლებლო კურსებზე გაივლიდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გრიგოლ დადიანი გურია-სამეგრელოს ეპარქიის უფროსი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

გაბრიელ ეპისკოპოსი იყო იმერეთის ეპარქიის უფროსი.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი გურია-სამეგრელოს საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს გაბრიელ პეტრეს ძე ცაგარეიშვილი ქუთაისის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ექვთიმე ელიაშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის წევრი იყო.

1914

ტიპი: განათლება

1914 წელს ეფრემ ალექსანდრეს ძე ჩახუნაშვილმა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე დაიწყო სწავლა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს ექვთიმე (ესტატე) პლატონის ძე ელიაშვილი თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ერასტი თუთბერიძე იმერეთის ეპარქიის სეკრეტარი იყო, ლეონტი ჩაჩანიძე – მისი თანაშემწე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 მაისს ხონის ვაჟთა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა სტეფანე ესტატეს ძე ჩხენკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას პეტროგრადის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 თებერვალს ეფრემ ალექსანდრე ძე ჩახუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სიღარიბის გამო სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1896

ტიპი: სტატუსი

1896 წელს იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე დუშეთის მაზრის მეორე ოლქში სასულიერო პირი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა ფარული ჯენჭისყრით – 83 ხმით 75-ის წინააღმდეგ – გადაწყვიტეს, რომ საწევრო გადასახადი ისევ სამი მანეთი დარჩენილიყო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება დაიხურა დღის 4 საათზე. შემდეგი კრება კი დაინიშნა 21 დეკემბერს, კვირა დღეს, დილის 11 საათზე. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ 39 სხდომა გამართა. თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი პეტერბურგში ყოფნის გამო მხოლოდ 25 სხდომას დაესწრო, თავმჯდომარის ამხნაგი იოსებ ოცხელი – 28-ს, იაზონ ბაქრაძე კი – 39-ს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვეს, დაებრუნებინა წინა წლის აპრილის საორგანიზაციო კრების ოქმი და დამსწრე წევრთა სია (დედანი ან ასლი), რადგან ფილიალისთვის ორივე ძალიან საჭირო დოკუმენტი იყო.

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, ქუთაისის გუბერნატორისთვის წარსადგენი თხოვნების მარკებზე დაიხარჯა 7 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე – ბართლომე მოსეშვილი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე.

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ გაისტუმრეს ალექსანდრე ყაზბეგის „ელისოს" გამოცემის ხარჯის დარჩენილი ნაწილი – 17 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე, მოლარე ბართლომე მოსეშვილი.