ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1903 წლებში პარიზის საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია ქართულ გაზეთებს, „ცნობის ფურცელი“ და „მოამბე“ ფელეტონებს უგზავნიდა, მათგან კი დაპირებულ ანაზღაურებას იღებდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია თვეში ოთხჯერ უგზავნიდა ქართულ გაზეთებს „ცნობის ფურცელი“ და „მოამბე“ თითო ფელეტონს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია მასალას აწვდიდა ქართულ პერიოდიკას და ამით ქართველ მკითხველს აცნობდა საფრანგეთის ცხოვრების ამა თუ იმ ღირშესანიშნავ ამბავს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას წმინდა მოვალეობად მიაჩნდა, გაეზიარებინა ქართველი მკითველისთვის საქართველოს შესახებ ევროპაში გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძეს რამდენიმე წერილის ქართულად დაწერაში დაეხმარა და თვითონ მერე გაასწორა. თედოს თქმით, არჩილი დროთა განმავლობაში ისე გაიწვრთნა ქართულად წერაში, რომ შემდგომში მის ნაშრომებს ნაკლები შესწორება სჭირდებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძეს რუსულად დაწერილი ორი წერილის ქართულად თარგმნაში დაეხმარა, შემდეგი წერილი კი ქართულად დააწერინა ჯორჯაძეს და ამის მერე მასთან ერთად შეასწორა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში იქ შეხვედრილი არჩილ ჯორჯაძე მას თავისი რუსულად დაწერილი წერილების თარგმნას სთხოვდა, რადგან თვითონ ქართული დავიწყებული ქონია.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1903 წლებში თედო სახოკიას პარიზში სწავლის პერიოდში მასთან მისული არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცლისთვის“ რუსულად დაწერილი თავისი წერილის ქართულად თარგმნას სთხოვდა. თედოს თქმით, ჯორჯაძეს მთელი რიგი წერილების დაწერა ჰქონდა განზრახული და მათ გადმოქართულებაში თედოს სთხოვდა დახმარებას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს არჩილ ჯორჯაძე „ცნობის ფურცელთან“ თანამშრომლობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს არჩილ ჯორჯაძეს რუსულად ჰქონდა დაწერილი წერილი, რომელიც ეროვნულ საკითხს ეხებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

არჩილ ჯორჯაძე თედო სახოკიას გიმნაზიის დასრულების შემდეგ აღარ ჰყავდა ნანახი, სანამ 1899 წელს პარიზში არ შეხვდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი სწავლობდა მონპელიეს უმაღლეს აგრონომიულ სასწავლებელში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სიმონ ქვარიანმა ქალაქ მონპელიეში ჩააბარა უმაღლესი აგრონომიული სასწავლებლის გამოცდები.

1899

ტიპი: განათლება

1899 წელს სიმონ ქვარიანი მონპელიეს სასწავლებლის სამწერლო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წელს თედო სახოკია პარიზში შეხვედრილ არჩილ ჯორჯაძაზე ფიქრობდა, რომ იგი კოსმოპოლიტთა იდეოლოგიას იაზრებდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს თედო კიკვაძემ ბათუმში ოლქის მზრუნველის მიერ ნებადართული კერძო სასწავლებელი გახსნა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში ოზურგეთში თევდორე კიკვაძის გახსნილ კერძო სასწავლებელში უნიჭობისა თუ სხვა მიზეზის გამო სხვა სკოლებიდან გარიცხული ბევრი მოსწავლე დადიოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899-1901 წლებში თევდორე კიკვაძის კერძო სასწავლებელში მომზადებულთაგან მრავალი ღირსეულად აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა ფრონტზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1901 წლებში თედო კიკვაძე ოზურგეთში მოღვაწეობდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის, ასევე ფოტოსახელოსნოსთვის ახალი ბინის დაქირავების შესახებ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსურათები ინახებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ერმალოზის ძე კილაძის თხოვნა, რომ დაენიშნათ მასწავლებლად გომარეთის სკოლაში იმ შემთხვევაში, თუ იქაურ მასწავლებელს გადაიყვანდნენ წინარეხში. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილის თხოვნა ავადმყოფობის გამო მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წინარეხის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნის პასუხად გამგეობამ დაადგინა, რომ მისცემოდა იანვრის ხელფასი ოცდაათი მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ლევან ფურცელაძის მიერ წარმოდგენილი ყულაბა (N83), რომელშიც აღმოჩნდა 5 მან. 32 კაპ. ოქმს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი. დავით კარიჭაშვილი.