ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47934

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 26 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილის მოხსენება ზაფხულის დასაწყისში სასოფლო სამუშაოების გამო სკოლის დაცარიელების შესახებ და გადაწყვიტა, რევიზორის ჩასვლამდე მასწავლებელი სკოლაში დარჩენილიყო.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს I და II სახალხო ბიბლიოთეკების აპრილის შემოსავალ-გასავალი. I ბიბლიოთეკას ჰქონდა 41. 60 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა ალექსანდრე პუშკინის ლექსების „წინასწარმეტყველი“ და „ჭეშმარიტება“ მისეული თარგმანები.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 29 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში დაესწრო ალექსანდრ პუშკინის საიუბილეო საღამოს, რომელზეც წაიკითხეს პუშკინის „წინასწარმეტყველის“ მისეული თარგმანი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ დაამთავრა კომერციული სასწავლებელი და სახლში დაბრუნებას აპირებდა, რისთვისაც ტანსაცმლისა და გზის ფულს ითხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ თავმჯდომარედ აირჩიეს ალექსი ჭიჭინაძე, დროებითი თავმჯდომარის მოადგილედ – ტიტე კახიძე, ხაზინადრის კანდიდატად – ნიკოლოზ გუბნელოვი. კომიტეტი გამგეობას სთხოვდა კანდიდატურების დამტკიცებას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი ხაზინადრის კანდიდატად აირჩია კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე თავმჯდომარედ აირჩია.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე დროებით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი კომერციული სასწავლებლის დასრულების შემდეგ თბილისიდან სახლში, მშობლებთან, დაბრუნებას აპირებდა.

1899

ტიპი: განათლება

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილმა დაამთავრა მანველიანცის კომერციული სკოლა თბილისში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა ნოე ჟორდანიამ გამგეობას განუცხადა, რომ საზოგადო კრებაზე ზოგიერთი საქმის შესახებ პასუხს გამგეობისგან მოითხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წევრებად ჩაეთვალა ის პირები, რომლებმაც ბათუმის სკოლას ფული შესწირეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გადასცა ბათუმის სკოლის შემწირველთა სია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაემტკიცებინათ კომიტეტის მიერ ახლად არჩეული წევრები: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, თავმჯდომარე – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადარი – ი. ვ. მოზდოკელი, ან ხაზინადრის კანდიდატი – ნ. თ. გუბნელოვი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ლევან ფურცელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების საქმეთა მწარმოებლის ადგილს სთხოვდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სოფელ ჭაგნის სკოლის მასწავლებელმა პართენ ქაჯაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დახმარებოდნენ ამ სოფლის უფასო სამკითხველოს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ეპატიებინათ ვერის საკვირაო სკოლისთვის წაღებული წიგნებისა და რვეულების თანხის ნახევარი. მათი ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 100 მანეთს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში მღვდელმა იოანე კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ ვანათის სკოლის მოწაფეთათვის რამდენიმე „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და ქართულის წერის რვეულები სთხოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, განემარტათ მისი დათხოვნის დადგენილება.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში გომარეთის სკოლის მასწავლებელმა მიხეილ კლიმიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსების (იმართებოდა თბილისში) მოსასმენად ფულადი დახმარება სთხოვა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში მდივანი დავით კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეცათ მისთვის ნება ერთი თვით დასასვენებლად წასულიყო სოფელში და ამ ხნის განმავლობაში მისი თანამდებობის შესრულება მინდობოდა მის თანაშემწეს.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი მიხეილ ივანეს ძე გომელაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, განემარტათ მისი დათხოვნის დადგენილება.