რეგისტრირებული ფაქტები46671
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის გამგე პართენ გოთუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ გაეგზავნათ 10 საკვიტანციო წიგნი და სკოლისათვის 3 ცალი ია კარგარეთელის „სახალხო სიმღერათა კრებული“. მოთხოვნილი წიგნები ღირდა 1 მან. 50 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ კურდღელაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისცა საგზაო თანხა 16 მან. და ხელფასი 48 მან, სულ 64 მან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აბელ იაშვილის თხოვნით დახმარება აღმოუჩინა ქალაქ დუშეთის სახალხო ბიბლიოთეკას.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში აბელ იაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ საზოგადოება დახმარებოდა ბიბლიოთეკარის დაქირავებით დუშეთის სახალხო ბიბლიოთეკას, რადგან თავად არ შეეძლოთ ამის გაკეთება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში ნიკოლოზ კურდღელაშვილი კავკავის სკოლაში კვლავ მესამე მასწავლებლად დაინიშნა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში ნიკოლოზ კურდღელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მიეცათ კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლის ადგილი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის მესამე მასწავლებელი ნიკოლოზ კურდღელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ხელფასის ანგარიშში 120 მანეთი მიეცათ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში წინარეხის სკოლის მასწავლებელი ანტონ თოიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა სკოლისთვის ვასილ კარბელაშვილის ნოტების (1 ცალი), გიორგი იოსელიანის „საღვთო ისტორიისა“ და არითმეტიკული ამოცანების (15-15 ცალი) გაგზავნას. მოთხოვნილი წიგნების ღირებულება იყო 17 მან. 65 კაპ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში ქართველ მემამულეთა კომიტეტმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ 1900 წელს მონაწილეობა უნდა მიეღო პარიზის მსოფლიო გამოფენაში, ითხოვდა, გამგეობას დაეთმო მათთვის ყველა საუკეთესო გამოცემა ქართულ ენაზე, რაც კი წიგნსაცავში მოეპოვებოდათ, ასევე როინაშვილის მიერ ნაანდერძევი ფოტოკოლექციებიდან სხვადასხვა ფოტო წარწერებითურთ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში თერგის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა, რომ გამოსცა განკარგულება ნიკოლოზ კურდღელაშვილის კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლად დანიშვნის თაობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა განკარგულება გასცა, რათა ნიკოლოზ კურდღელაშვილი შესდგომოდა კავკავის სკოლაში მესამე მასწავლებლის თანამდებობის აღსრულებას.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ თუ საზოგადოება გამოსცემდა მის სახელმძღვანელო „წყაროს“, ის უსასყიდლოდ დაუთმობდა ამ წიგნისათვის საჭირო კლიშეებს და მოგების ნახევარს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრობის კანდიდატები იყვნენ: გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განუცხადა, რომ ის დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდა გამგეობას „ბუნების კარის“ გამომცემლობითი ვალდებულებისგან, რათა შესძლებოდათ არისტო ქუთათელაძის თხოვნის შესრულება და მისი კონკურენტული სახელმძღვანელო „წყაროს“ გამოცემა. გამგეობას ძალიან ადვილად შეეძლო თავის საკუთარ გამოცემად ჩაეთვალა ამ წიგნის მე-10 გამოცემა, რადგან ამ გამოცემიდან უკვე გაეყიდათ 1600 ცალზე მეტი, ხოლო ფულის მიცემა უნდა დაეწყოთ 1-ლი იანვრიდან.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ნოემბერში გამგეობის წევრი იაკობ გოგებაშვილი მოითხოვდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაევალებინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, დაუყოვნებლივ მოეხდინა სკოლის ყოველმხრივი რევიზია და შედეგი წარმოედგინა გამგეობისთვის. ამასთანავე კომიტეტს უნდა დაესახელებინა ღონისძიებანი სკოლის გაუმჯობესებისათვის.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, ხოლო მათ კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი და ივანე ივანეს ძე ფიცხელაური.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დაემტკიცებინა კომიტეტის ახლად არჩეული თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე და კომიტეტის წევრები: ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე, პართენ ალექსანდრე ძე გოთუა, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელოვი, წევრობის კანდიდატებად – გიორგი ბესარიონის ძე ბარათაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, ილარიონ გიორგის ძე ბაქრაძე, ივანე მიხეილის ძე ჩითავიშვილი, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, ხაზინადარი კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე და დროებითი მდივანი პართენ გოთუა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადრად კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე აირჩიეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებით მდივნად პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა აირჩიეს.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე აირჩიეს.