რეგისტრირებული ფაქტები47933
სორტირება თარიღი მზარდობით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა ახალარჩეული წევრების – პართენ ალექსანდრეს ძე გოთუას, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავის, სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძის, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელის, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვის, თავმჯდომარე ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის და თავმჯდომარის მოადგილე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის – დამტკიცების შესახებ და განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ რაც შეიძლება მალე აერჩიათ კავკავის სკოლის გამგის ღირსეული შემცვლელი, ხოლო ყოფილ გამგე ტიტე კახიძისთვის ეთხოვათ, არ მიეტოვებინა სკოლის გამგებლობა ახალი გამგის არჩევამდე, რადგან მის ნაცვლად დასანიშნი ლუარსაბ ბოცვაძე წასული იყო კავკავიდან და იმჟამად სკოლაზე პასუხისმგებელი პირი არავინ იყო.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ივლისში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წუხდა კავკავის სკოლის გამგებლობაზე ტიტე კახიძის უარის გამო. აღნიშნა, რომ კახიძე კარგი გამგე იყო, რომ კავკავის სკოლის წარმატება მისი დამსახურება იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წინააღმდეგი არ იყო, კავკავის სკოლის გამგებლობა დროებით მინდობოდა მასწავლებელ ლურსაბ ბოცვაძეს, თუ ტიტე კახიძე გადაწყვეტით უარს იტყოდა ამ თანამდებობაზე.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის ივლისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მომავალი 1899/1900 წლისთვის შემდეგი სასწავლო ნივთები: „ბუნების კარი“ – 25 ც., „დედა ენა“ – 70 ც., „ლოცვანი“ – 60 ც., „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ − 30 ც., „მოსავლის მცველნი“ − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ II ნაწილი − 30 ც., ქართულის რვეულები N1 − 300 ც., N2 – 100 ც., ცალხაზიანი რვეულები – 160 ც., საანგარიშო რვეული – 440 ც., კალმისტარი – 150 ც., მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთების საერთო ღირებულება იყო 133 მან. 80 კაპ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორმა მისწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თანახმა იყო თომა აბრამის ძე მთავრიშვილი დანიშნულიყო სენაკის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ და სამსონ ყიფიანი გადაეყვანათ სენაკის სკოლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მხედველობაში მიეღო სურათების მბეჭდავ ზაქარია ლაბაურის თხოვნა ხელფასის მომატების შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა, რომ ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ერეკლე მეორის მონეტა შესწირა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დააკმაყოფილა დავით კარიჭაშვილის მოხსენება ზაქარია ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 80 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე მდივანმა დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ზაქარია ჭიჭინაძისთვის უნდა მიეცათ წიგნების თანხა – 80 მანეთი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის წარდგენილი ყულაბა, რომელშიც 1. 22 მანეთი აღმოჩნდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიიტანეს სოფიო სოლომონის ასული ბილანიშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N86.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 7 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოებას სკოლების, ბიბლიოთეკებისა და სხვ. დასახმარებლად ამ დრომდე დახარჯული ჰქონდა 278. 90 მანეთი, ხოლო ბიუჯეტით 1899 წლისთვის გათვალისწინებული იყო 800 მან. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ვასილ ბეჟანიშვილისთვის წიგნების თანხის – 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომ გუბერნატორისთვის წლიური ანგარიშის 3 ეგზემპლარად გადასაწერისთვის ელენე ანტონოვსკაიას მიეღო 1. 80 მანეთი.