ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45937

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე მონპლეზირის ბაღში გამართულ გაზეთ „დროების“ ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო სადილზე სიტყვით გამოვიდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 7 მარტს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი საქონლის მოტაცების შემთხვევების მატებასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს ოზურგეთის სოფელ ბახვის მცხოვრებლებმა – ათანასე ქიქოძემ, იბ. ქიქოძემ, გ. შარაშიძემ, როსტომ არობელიძემ, მელქისედეგ მახარაძემ – გაზეთ „დროებას“ გაუგზავნეს 4 მანეთი და 2 აბაზი აჯანყებულ ჰერცოგოვინელების შესაწირად.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 14 მარტს გაზეთ „დროებაში" ილია ჭავჭავაძის სტატია „ზოგიერთი რამ“ გამოქვეყნდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 24 მარტს გაზეთ „Кавказ“-ში ილია ჭავჭავაძისა და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორთა ხელმოწერით ბანკის მუშაობის პირველი წლის ანგარიში დაიბეჭდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 20 აპრილს ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი გაიხსნა. ილია ჭავჭავაძე ბანკის დირექტორად ბესარიონ ღოღობერიძის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 21 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე“ გამოქვეყნდა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკის საკითხებზე სერგეი მესხთან, აკაკი წერეთელთან და ნიკო ნიკოლაძესთან დაპირისპირების გამო გაზეთ „დროების“ რედაქცია დატოვა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წლის მაისში თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე შეიქმნა კომისია, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაცია „პრიკაზის“ ვალების სათავადაზნაურო ბანკში გადასატანად მთავრობაში წარსადგენი განაცხადი უნდა შეედგინა. ილია ჭავჭავაძე ამ კომისიის წევრად აირჩიეს.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე უარი განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: აბრამ ბაღაშვილმა, ლ. ბერიევმა, ივანე როსტომოვმა, დ. ქიტიევმა, გ. ახმეტელოვმა და სფ. ფირანოვმა.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: მიხეილ ვარდიევმა, პ. შიუკოვმა, მ. მირიანოვმა, იოანე მრევლიშვილმა, გრიგოლ თუშუროვმა, გიორგი მრევლიშვილმა, იოსებ ბიბილურმა და ს. ტოპოლაშვილმა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობას დაესწრო სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ნიკოლოზ მთვარელიშვილი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოუთხრო ყრილობის წევრებს, ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი დახმარება სასწავლებლისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მიხეილ ვარდიევი აირჩიეს, ხოლო საქმისმწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 10 მაისს გაზეთში „Тифлисский вестник“-ში გამოქვეყნებულ ნიკო ნიკოლაძის სტატიაში „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკა“ გაკრიტიკებულია სათავადაზნაურო ბანკის გამგეობა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 16 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „მრუდე გამოსარჩლება“.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 18 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე სიტყვით გამოვიდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წლის 19 მაისს ილია ჭაჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე 131 ხმით 17-ის წინააღმდეგ ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის იუმორისტული მოთხრობა „ჭიდაობა“, რომელშიც სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის გამოსვლები იყო გაშარჟებული.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 23 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გაზეთი „კავკაზი“ მათგან გადაბეჭდილ სტატიებს ამახინჯებდა. განცხადებას ბრალდების მტკიცებულებად ახლდა ილია ჭავჭავაძის წერილი ნიკო ნიკოლაძის შესახებ.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძემ პარიზიდან ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას წერილი მიიღო. იგი ილიას სწავლის დასრულებამდე ფინანსურ დახმარებას სთხოვდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 27 მაისს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში ილია ჭავჭავაძის წერილი „რატომ და რისთვის“ გამოქვეყნდა.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წლის 28 მაისს გაზეთ „Тифлисский Вестник“-ში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „რატომ და რისთვის (პასუხად „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკის“ ავტორს)“ მეორე ნაწილი.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სატავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო ტიტულოვანმა მრჩეველმა დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძემ.

1876

ტიპი: ღონისძიება

1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო პოდპორუჩიკმა სიმონ როსტომის ძე წერეთელმა.